კიდევ 10 რამ, რაც გვინდა, რომ მეორე ტურამდე მთავრობამ ჩვენ ნაცვლად გააკეთოს
ფოტო: Jamie Jones
ადამიანთა ერთი ნაწილისთვის ორშაბათი იმ ინფორმაციით დაიწყო, რომ მთავრობა მათ სესხებს მათ ნაცვლად დაფარავს.
ჩვენ, ვისაც ან არ დაგვიგროვებია 2 000 ლარამდე დავალიანება, ან უბრალოდ, უფრო დიდი წარმოსახვის უნარით გამოვირჩევით, კიდევ 10 სურვილი გვაქვს, რომელთა ასრულებაც მეორე ტურამდე ძალიან გაგვახარებდა.
1. სანამ ჩვენ სამსახურში ვიქნებით, სახლი დაგვილაგოს
რა ჯობია იმას, როცა სამსახურიდან შინ დაბრუნებულს ყველაფერი მილაგებული და მოწესრიგებული გხვდება და საღამოს ისე ატარებ, როგორც გრძელი, შრომატევადი დღის შემდეგ იმსახურებ.
2. საახალწლოდ ნაძვის ხე აგვიწყოს
ვიცით, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც წინასაახალწლო ფუსფუსი და სახლში ნაძვის ხის აწყობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ამ ყველაფერს ვიღაც თქვენ ნაცვლად აკეთებს და დილით გაღვიძებულს სახლი საახალწლოდ მორთული გხვდებათ! ალბათ მთავრობას და თანაინვესტირების ფონდს ამის გაკეთება არ გაუჭირდება.
3. სამსახურში ჩვენ ნაცვლად დარეკოს და უფროსს ჩახლეჩილი ხმით უთხრას, რომ "გაციებულია და ვერ მივა"
თქვენც გიგრძვნიათ სევდა, როცა დალაგებული და საახალწლოდ მორთული სახლი დილით ადრე დაგიტოვებიათ და სამსახურში წასულხართ? ჩვენც ვიცით, ეს რა გრძნობაა. თუმცა, თუ მთავრობა უფროსს ტყუილს ჩვენ ნაცვლად ეტყვის და პასუხისმგებლობებისგან ერთი დღით მაინც გაგვათავისუფლებს, შევძლებთ სამსახურიდან გათავისუფლების შიშის გარეშე ტელევიზორის წინ მოვკალათდეთ, პლედი მოვიხუროთ, სასუსნავები შემოვილაგოთ და საყვარელი საახალწლო ფილმი ჩავრთოთ.
4. ნათესავებს დაურეკოს და შვილის გაჩენა მიულოცოს
სწორედ მაშინ გვახსენდება, რომ რაღაც დაგვავიწყდა, როცა ყველაფერი ისე იდეალურადაა, როგორც წინა პუნქტშია აღწერილი. მაგალითად, დედის მეგობრის შვილის დაბადების დღე, ან ის რომ, ნათესავის ცოლმა გუშინ ბავშვი გააჩინა. კარგი იქნება, თუ წინასაარჩევნოდ მთავრობა ჩვენ მაგივრად დარეკავს ნათესავთან ორიგინალური სურვილებით და მთელ ოჯახს მოიკითხავს.
5. პირადი ურთიერთობები დაგვილაგოს
ჭამ და არ სუქდები, ნათესავები კმაყოფილები არიან, სახლი — დალაგებული, ნაძვის ხე — მორთული. რა დარჩა? ა, ხო, გვინდა, რომ ახალი წელი იმ ადამიანთან ერთად გავატაროთ, რომელიც ძალიან მოგვწონს და ამას ვერაფრით ვაგებინებთ. თუ მთავრობა ჩვენ მაგივრად გადადგამს ამ ურთულეს ნაბიჯს და ნელ-ნელა დააახლოებს ჩვენს ტრაექტორიას, კარგი იქნება. შეგვიძლია, მინიშნებაც მივცეთ: სტატუსების დალაიქებით დაიწყოს და დროდადრო მახვილგონივრული კომენტარები დაუტოვოს ხოლმე ფოტოებზე.
6. გაზის ინკასატორებს ჩვენ ნაცვლად უგზავნოს მრიცხველის ჩვენებები
თუ მთავრობა ვერ მოახერხებს, სახლში დახვდეს ხოლმე გაზის ქალებსა და კაცებს, მაშინ ჩვენ ნაცვლად უპასუხოს წერილზე "ვიყავი გაზზე, გთხოვთ დამიკავშირდეთ".
7. ყოველ დილით ჩვენ ნაცვლად გადაწყვიტოს "რა ჩავიცვათ"
მანამ, სანამ წინა პუნქტს შეგვისრულებს, დილით ურთულესი გადაწყვეტილება საკუთარ თავზე აიღოს და გემოვნებიანად შეგვიხამოს ტანსაცმელი. თუ დილით ადრე ადგომა მთავრობასაც გაუჭირდება, ამის გაკეთება ღამითაც შეუძლია.
8. როცა სახლში არ ვიქნებით, ჩვენს ცხოველებს მოუაროს
კატას, რომელიც მთელი დღე სახლში მარტოა, ან ოჯახის წევრები მისადმი დიდ ყურადღებას არ იჩენენ, გაართოს, ეთამაშოს, მოეფეროს, აჭამოს და ტუალეტისთვის გამიზნული ადგილი გაუსუფთაოს. ცუგა კი სასეირნოდ წაიყვანოს და იზრუნოს იმაზე, რომ ქალაქის ქუჩების სისუფთავეს ძაღლის "გასეირნების შემდეგ" საფრთხე არ შეექმნას.
9. ევროპის რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობა მთლიანად დაგვიგეგმოს
ახალი წლების შემდეგ ერთი კვირით დასვენების გახანგრძლივებას რა ჯობს? ან, 2 იანვარს მოგზაურობაზე უკეთესი რა უნდა დავიბედოთ? თუმცა, მოგზაურობამდე უამრავი რამაა დასაგეგმი და გასათვალისწინებელი: წინასწარ ადგილებია მოსაძიებელი, რომლის ნახვაც გვინდა, შედარებით იაფიანი და სუფთა დასარჩენი ადგილია საპოვნელი, ბარგი ჩასალაგებელი და ასაწონი. რადგან მთავრობაში უამრავი ადამიანია, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, წინასაარჩევნო ოცნებებს ესეც შეიძლება შევმატოთ.
10. ჩვენ ვჭამოთ და მთავრობა გასუქდეს
წარმოიდგინეთ, რომ რასაც გინდათ იმას ჭამთ, რამდენსაც გინდათ იმდენს და არ სუქდებით. არაოფიციალური ინფორმაციით, ასეთი სწრაფი მეტაბოლიზმით 100-დან ერთი ადამიანი იბადება, თუმცა, თუ დანარჩენ 99 ადამიანზე მთავრობა წინასაარჩევნოდ იზრუნებს, სიტუაცია საგრძნობლად შეიცვლება.
[ბონუსი] ჩვენ ნაცვლად ინერვიულოს
თუ ჩვენს ქრაშთან მოლაპარაკებისას რაღაც კარგად არ გამოუვა, თავადვე ინერვიულოს და დეპრესიული პერიოდი ჩვენ ნაცვლად გაიაროს. რადგან სანერვიულო არ გველევა, ყველაფერი თავის თავზე აიღოს, რომ წინასაარჩევნოდ გადაწყვეტილება მშვიდ გონებაზე მივიღოთ.
-
როგორ გაიყინა დედამიწა 700 მილიონი წლის წინ — კვლევა როგორ გაიყინა დედამიწა 700 მილიონი წლის წინ — კვლევა
გადახედვა
-
ხომ არ აქვს ამ კონკრეტულ ცვლილებას პოლიტიკური დატვირთვა? — საბა ბუაძე პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოების აკრძალვაზე ხომ არ აქვს ამ კონკრეტულ ცვლილებას პოლიტიკური დატვირთვა? — საბა ბუაძე პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოების აკრძალვაზე
გადახედვა
-
"გული გამიხეთქე!" — ქალის შეშინების გამო რობოტი პოლიციამ ადგილიდან გააძევა "გული გამიხეთქე!" — ქალის შეშინების გამო რობოტი პოლიციამ ადგილიდან გააძევა
გადახედვა
-
ანა ნაცვლიშვილი: პაპუაშვილს ვუსმენდი — ეუთოს დასკვნის დაკნინებას ცდილობს ძალიან უგერგილოდ ანა ნაცვლიშვილი: პაპუაშვილს ვუსმენდი — ეუთოს დასკვნის დაკნინებას ცდილობს ძალიან უგერგილოდ
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში "საქართველოსთვის ჯაშუშობის" ბრალდებით საქართველოს მოქალაქე ემზარ ბაღაშვილი დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში "საქართველოსთვის ჯაშუშობის" ბრალდებით საქართველოს მოქალაქე ემზარ ბაღაშვილი დააკავეს
გადახედვა
-
ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კლინიკა ბომონდი 20 წლის გოგოს გარდაცვალებაზე ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კლინიკა ბომონდი 20 წლის გოგოს გარდაცვალებაზე
გადახედვა
-
თიბისი — ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე თიბისი — ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
- გიგა ფარულავა: დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის. სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით, ჟრიამულის საფუძველი არავის არ აქვს! ყოჩაღ "ოცნებას", მაგრად დაგილაგებიათ! გიგა ფარულავა: დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის. სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით, ჟრიამულის საფუძველი არავის არ აქვს! ყოჩაღ "ოცნებას", მაგრად დაგილაგებიათ!
-
სალომე სამადაშვილი: ეუთო მიზანშეწონილად მიიჩნევს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროცედურების ამოქმედებას სალომე სამადაშვილი: ეუთო მიზანშეწონილად მიიჩნევს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროცედურების ამოქმედებას
გადახედვა
-
"ნეიტრალური საქართველო" ეუთოს ანგარიშის შემდეგ "ოცნებას" მოუწოდებს, "საერთოდ დატოვოს საერთაშორისო ხელშეკრულებები" "ნეიტრალური საქართველო" ეუთოს ანგარიშის შემდეგ "ოცნებას" მოუწოდებს, "საერთოდ დატოვოს საერთაშორისო ხელშეკრულებები"
გადახედვა
-
გაიცანით 10 წლის დიზაინერი, რომელმაც პარიზის მოდის კვირეულზე კოლექცია წარადგინა გაიცანით 10 წლის დიზაინერი, რომელმაც პარიზის მოდის კვირეულზე კოლექცია წარადგინა
გადახედვა
-
ფინეთის ცურვის მსოფლიოს ჩემპიონატში ჰენრი კუპრაშვილმა ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა ფინეთის ცურვის მსოფლიოს ჩემპიონატში ჰენრი კუპრაშვილმა ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა
გადახედვა
-
"ამ რეკომენდაციების გაზიარებას არ ვაპირებთ" — თენგიზ შარმანაშვილი მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე "ამ რეკომენდაციების გაზიარებას არ ვაპირებთ" — თენგიზ შარმანაშვილი მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე
გადახედვა
-
ალექსანდრე მაისურაძე: საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს ალექსანდრე მაისურაძე: საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს
გადახედვა
-
ყველა ბებია მსოფლიოში საუკეთესოა — როგორ შეიქმნა საქართველოს ბანკის კამპანია ყველა ბებია მსოფლიოში საუკეთესოა — როგორ შეიქმნა საქართველოს ბანკის კამპანია
-
ნახეთ: ეშმაკს აცვია პრადა 2-ის კიდევ ერთი ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ეშმაკს აცვია პრადა 2-ის კიდევ ერთი ტრეილერი გამოვიდა
გადახედვა
-
რიანას სახლთან სროლის გამო ქალს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ რიანას სახლთან სროლის გამო ქალს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
გიორგი ბურჯანაძე მოსკოვის მექანიზმზე: აუცილებელია ყველა შესაძლო საერთაშორისო მექანიზმის აქტივაცია, მათ შორის: ჰააგის საერთაშორისოს სისხლის სამართლის სასამართლოსთვის საკითხის გადაცემა გამოძიების გიორგი ბურჯანაძე მოსკოვის მექანიზმზე: აუცილებელია ყველა შესაძლო საერთაშორისო მექანიზმის აქტივაცია, მათ შორის: ჰააგის საერთაშორისოს სისხლის სამართლის სასამართლოსთვის საკითხის გადაცემა გამოძიების
გადახედვა
-
საბა ბრაჭველი: ეუთო მოუწოდებს რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოებს, განიხილონ მიმართვა საქართველოში არსებული სიტუაციის გამო საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის საბა ბრაჭველი: ეუთო მოუწოდებს რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოებს, განიხილონ მიმართვა საქართველოში არსებული სიტუაციის გამო საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის
გადახედვა
-
შვედეთის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს, სრულად განახორციელოს ეუთოს 24 ქვეყნის რეკომენდაციები შვედეთის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს, სრულად განახორციელოს ეუთოს 24 ქვეყნის რეკომენდაციები
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინ გახდება ოსკარის მფლობელი მსახიობი და რეჟისორი? გამოკითხვა: ვინ გახდება ოსკარის მფლობელი მსახიობი და რეჟისორი?
გადახედვა












კომენტარები