8 სერიალი, რომელიც შეიძლება არ გსმენიათ და აუცილებლად უნდა ნახოთ
ბოლო დროს, ამერიკული და ბრიტანული ტელე-სერიალები ქართულ მასობრივ კულტურაში აგრესიულად შემოიჭრა. თუ ადრე სატელევიზიო სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთი ან ორი სერიალი გადიოდა - მაგალითად, სექსი დიდ ქალაქში, სასოწარკვეთილი დიასახლისები, დაკარგულები, ნიკიტა, გაქცევა, 24 - ახლა სიტუაცია შეიცვალა და ქართულმა ტელევიზიებმა მასობრივად დაიწყეს დასავლური ტელე-პროდუქციის შეძენა.
ამ სეზონისთვის თითქმის ყველა ტელევიზიას აქვს რამდენიმე სერიალი ნაყიდი. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ტელესივრცეში ამერიკული და ბრიტანული სერიალები თურქულ, ინდურ, რუსულ და სხვა, დაბალი ხარისხის ტელე-პროდუქტებს, რაოდენობით გაუთანაბრდა.
ქართული ტელევიზიები ძირითადად მაღალი რეიტინგის მქონე, პოპულარულ და ამჟამად ტრანსლირებულ სერიალებს ყიდულობენ. მაგრამ სერიალები არსებობდა მანამდეც, ვიდრე ჩვენი ტელევიზიები ამ პროდუქტებს აღმოაჩენდნენ და არსებობენ ისეთი სერიალებიც, რომლებსაც მეინსტრიმ-მაყურებლები სათანადოდ ვერ აფასებენ.
წარმოგიდგენთ 8 ნაკლებად (ყოველ შემთხვევაში, GOT-ზე ნაკლებად) ცნობილ სერიალს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ:
1. ზარალი (Damages)
პეტი ჰიუზი (გლენ ქლოუზი) ტოპ იურიდიული ფირმის მფლობელია, რომელიც სამოქალაქო და კორპორატიულ დავებში სეპციალიზდება. ის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და მძიმე პიროვნებაა, ვისთანაც შეიძლება ადამიანს ურთიერთობა ჰქონდეს. პეტი ცივსისხლიანი მტაცებელია, რომლისთვისაც მიზანი ამართლებს საშუალებას. სწორედ ამ სამყაროში ხვდება ელენ პარსონსი (როზი ბირნი), მას უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული აქვს, მაგრამ პეტის ყურადღებას მალევე იქცევს.
სერიალს თხრობის განსხვავებული სტილი აქვს. ყოველი სერიის დასაწყისში, მაყურებელი ხედავს ნაწყვეტს სეზონის ბოლო სცენიდან. მაგალითად, სერიალი იწყება იმით, რომ ელენ პარსონსი ქუჩაში გდია დასისხლიანებული, შემდეგ თხრობა გადმოდის 6 თვით ადრე. შემდეგ სერიაში ვხედავთ, რა მოხდა მანამდე, ვიდრე ელენი ქუჩაში აღმოჩნდებოდა, რის შემდეგაც კვლავ იქ ვბრუნდებით, სადაც პირველი სერია დასრულდა და სიუჟეტი ჩვეულებრივად გრძელდება. მიუხედავად ამ მიზანმიმართული სპოილერისა, არ არსებობს ადამიანი, რომელიც სიუჟეტის გამოცნობას შეძლებს - პირიქით, "ფლეშ-ფორვარდები" კიდევ უფრო მეტ დაძაბულობასა და დინამიკას აძლევს სერიალს.
2. რომანი (The Affair)
მეოჯახე, არშემდგარი მწერალი, მისი ოთხი შვილი, ცოლი და საკურორტო რომანი, რომელიც თქვენს თვალწინ ბოლო წლების საუკეთესო დრამაში გადაიზრდება. ამ სერიალსაც თხრობის განსხვავებული სტილი აქვს. სერიები ორ ნაწილადაა გაყოფილი და მოვლენებს ორი სხვადასხვა ადამიანის პერსპექტივით ვხედავთ. ამ ტექნიკით სცენარისტები ხაზს უსვამენ იმას, თუ რამდენად განსხვავებულად ხედავენ და იმახსოვრებენ ადამიანები ერთსა და იმავე მოვლენებს ან ადამიანებს. განსხვავებები მცირე დეტალებშია, დიალოგებში, ჩაცმულობაში, ტონში, მიმიკებში, მოვლენათა თანმიმდევრობაში, რა დროსაც ვხედავთ, როგორ შეიძლება ერთი ამბავი უმცირესმა დეტალმაც კი რადიკალურად შეცვლოს.
Showtime-ის სერიალი, ჩემი აზრით, ერთ-ერთია იმ ნაწარმოებთაგან, რომელიც ნებისმიერი სცენარისტისთვის ბიბლია უნდა იყოს. The Affair არის დიალოგების, დრამატურგიისა და პერსონაჟების განვითარების უმაღლესი დონის მასტერკლასი. მაგალითად, ერთ-ერთი სცენა, რომელმაც აღმაფრთოვანა, მეორე სეზონის მეათე ეპიზოდში შეგხვდებათ. ეს არის 27 წუთიანი სცენა, რომელშიც მოქმედება ერთ ოთახში ხდება, სადაც მთავარი პერსონაჟი (ნოა) ფსიქოთერაპევტს თავის პრობლემებსა და მიზნებზე ესაუბრება. სცენა ძირითადად მონოლოგია, დამხმარე პერსონაჟის მინიმალური ჩართულობით. გარანტიას გაძლევთ, რომ ამ 27 წუთის განმავლობაში არ მოიწყენთ და ემოციების ისეთ "ექშენს" ნახავთ, რომ ძალიან ბევრ ჰოლივუდურ ბლოკბასტერს შეშურდებოდა. ამ 27 წუთის განმავლობაში პერსონაჟი მთლიანად იხსნება და მიუხედავად იმისა, რომ უკვე წინა სეზონი და მეორე სეზონის 9 სერია ნანახი გექნებათ, ნოას პერსონაჟში კიდევ ბევრ ახალ დეტალს აღმოაჩენთ.
3. ღამის მენეჯერი (The Night Manager)
ჰიუ ლორი და ტომ ჰიდლსტონი - ბოლო წლების საუკეთესო ბრიტანელი მსახიობები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ტომ ჰიდლსტონის პერსონაჟი, რომელიც სასტუმროს ღამის ცვლის მენეჯერია, იარაღის უკანონო ვაჭრობის საერთაშორისო ქსელში ამოჰყოფს თავს. დანარჩენი უკვე თავად უნდა ნახოთ.
სერიალი სულ 6 ეპიზოდისგან შედეგება და როგორც ბრიტანულ ტელე-პროდუქტს შეეფერება, უმაღლესი კლასის ნამუშევარია. სიუჟეტში მუდმივი დაძაბულობაა, ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომელიც მოდუნების საშუალებას არ მოგცემთ, ოღონდ, ჰოლივუდური ტენდენციებისგან განსხვავებით, ეს დაძაბულობა დინამიური ექშენით სულაც არ იქმნება.
4. ბავშვები (Skins)
Skins სინამდვილეში მარიხუანის გასახვევ ქაღალდს ნიშნავს, მაგრამ არაუშავს. ეს ბრიტანული თინეიჯ-დრამა, ყველა ასაკის ადამიანისთვისაა. ალბათ, ბრიტანელი თინეიჯერების პრობლემები ჩვენს რეალობასთან ახლოს არ დგას, მაგრამ ზოგადი თემები, რომელიც ამ სერიალშია წამოჭრილი, აუცილებლად მოგხვდებათ გულზე.
თუმცა, ვინ იცის, იქნებ ბრიტანული დრამა სულაც არაა ისეთი შორეული, როგორც გვგონია. ადამიანები როცა ვიზრდებით, გვავიწყდება, როგორი იყო თინეიჯერობა, რა პრობლემები გვქონდა და როგორ ვცდილობდით მათ გადაჭრას. თანაც, ყველა თაობას თავისი "დიდგორი" აქვს. ის პრობლემები, რომლებიც ჩემს თაობას ჰქონდა, ახლანდელი თინეიჯერებისთვის საერთოდ არ არის რელევანტური. მაგალითად, ჩვენ დღემდე ვერ გვისწავლია, რომ დეპრესია კლინიკური ფსიქიკური პრობლემაა და არა უბრალოდ ცუდ ხასიათზე ყოფნა.
მოკლედ, ნახეთ, თინეიჯერებმაც, არათინეიჯერებმაც, მშობლებმაც და ბებიებმაც და ბაბუებმაც და ეცადეთ უფრო მეტად გაუგოთ თქვენს თავებს და თქვენს გარშემო მყოფ თინეიჯერებს.
5. ჰორასი და პიტი (Horace and Pete)
ლუის სი ქეის სახელის გაგონებაზე პირველი მისი სტენდაფები გაგახსენდებათ და ალბათ ამ სერიალისგანაც ბევრ სიცილს ელოდებით, მაგრამ ამ შემთხვევაში იმედგაცრუებული დარჩებით.
ეს ვებ-სერიალი, თავად ლუის თქმითაც, უფრო ტრაგედიაა, ვიდრე კომედია. აქ ვერ შეხვდებით "ჰა ჰა" ხუმრობებს, ჰორასი და პიტში უფრო ღრმა, შავი და სატირული იუმორია, რომელიც ერთი დიდი ოჯახის არეული ცხოვრებისა და პრობლემების შესახებ მოგვითხრობს. აქ ნახავთ ყველაფერს, მამათა და შვილთა ურთიერთობებს, ცუდ და გაუმართლებელ რომანებს, პოლიტიკურ იუმორს, არაპოლიტკორექტულობას და ჩვეულებრივ ამერიკულ, გაუპრიალებელ სამყაროს ერთ ასწლოვან ბარში.
6. საზოგადოებრივი კოლეჯი (Community)
თამამად ვიტყვი, Community ბოლო წლების საუკეთესო კომედიური სერიალია. სამწუხაროდ, მაყურებელმა ის ვერ დააფასა და დაბალი რეიტინგების გამო გუნდს ხუთი სეზონის შემდეგ წარმოების შეჩერება მოუწიათ. მაგრამ, მეექვსე სეზონი Yahoo-მ დააფინანსა და ვებ-ეპიზოდებად გამოუშვა.
საზოგადოებრივი კოლეჯი დაბალი რანგის უმაღლესი სასწავლებელია, რომელშიც ასაკოვანი ხალხი, ოროსნები, დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები, მრავალშვილიანი დედები და ხელმოცარული ადამიანები სწავლობენ. ჯეფ ვინგერს დიპლომი სჭირდება, რადგან ადვოკატის ლიცენზია შეჩერებული აქვს. სწავლის ადვილად და მალე დასამთავრებლად ის გრინ დეილის საზოგადოებრივ კოლეჯში მიდის, სადაც ხვდება სხვა სტუდენტებს, რომლებთან ერთადაც სასწავლო ჯგუფს აყალიბებს. ისინი ნელ-ნელა მეგობრდებიან და სერიიდან სერიამდე ახალ-ახალ თავგადასავლებში ეხვევიან. ყველა სერია, რომელიმე ცნობილი ფილმის, სერიალის ან ნაწარმოების ფაბულას მიჰყვება, თითქმის ყველა დიალოგშია პოპ-კულტურაზე დაცინვა და ასეთი კავშირების პოვნა ერთი სიამოვნებაა.
აღწერა ისეთი კარგი არ გამომივიდა, როგორიც ეს სერიალია, მაგრამ მენდეთ, ეს შოუ და მისი პერსონაჟები აუცილებლად შეგიყვარდებათ. #coolcoolcool #sixseasonsandamovie
7. როკეფელერ პლაზა 30 (30 Rock)
ქართულ ინტერნეტ სივრცეში ცნობილი, როგორც "სცენარისტები" და მეორე საიტზე - როგორც "სტუდია 30".
სერიალი ამერიკული ტელეკომპანია NBC-ის ერთ-ერთი სტუდიაში, სტუდია #6-ში ვითარდება. ამ სტუდიაში კომედიურ სკეჩ-შოუს ამზადებენ (ფეის მშობლიური SNL-ის ანალოგს) და ამ პროდუქტზე მომუშავე ყველა ადამიანი არანორმალურია - უაზრო კაპრიზების მქონე მსახიობები, არაადეკვატური სცენარისტები, დეპრესიული მთავარი პროდიუსერი და ა.შ. ამ ყველაფრის კონტროლი ტინა ფეის გმირს, ლიზ ლემონს უწევს, რომელიც NBC-ის ახალ პრეზიდენტთან, რესპუბლიკელ, ტიპიურ ამერიკელ კორპორატიულ ზვიგენთან, ჯეკ დონაგისთან მეგობრობს. დონაგის პერსონაჟს ალეკ ბოლდუინი ასახიერებს და დამიჯერეთ, ასეთი გენიალური ბოლდუინი არსად გეყოლებათ ნანახი.
სერიალში საუკეთესო ამერიკული იუმორია, დაწყებული თვითირონიით, რომელიც NBC-ს დასცინის, დამთავრებული კონსერვატორებისა და ლიბერალების მასხრად აგდებით - ცხადია, არც პოპ-კულტურა და ჰოლივუდია დავიწყებული.
8. ორი მეტრით მიწაში (Six Feet Under)
ყველაზე გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვე. ეს სერიალი, ჩემი აზრით, არის საუკეთესო სერიალი თავის ჟანრში. ეს არის შედევრი! გენიოსობა! სასწაული! ის, რის გამოც ღირდა ცხოვრება! და ა.შ.
სიუჟეტი ფიშერების ოჯახის გარშემო ვითარდება, ისინი ლოს-ანჯელესში ცხოვრობენ და მათი საოჯახო ბიზნესი დამკრძალავი ბიუროა. ყოველი სერია სიკვდილით იწყება - ვხედავთ ფიშერების მომავალ კლიენტს და მათი დაღუპვის სცენას, შემდეგ კი, დამკრძალავ ბიუროში გადავდივართ, სადაც ყოველ ახალ კლიენტს ახალი ისტორია მოაქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი თავად ოჯახის წევრების ამბებია.
აქ ნახავთ შავი იუმორისა და დრამის საუკეთესო ნაზავს, რომელიც ოდესმე შეიძლება ნახოთ. ეს არის სერიალი, რომელიც ცხოვრებას შეგიცვლით.
და თუ გადაწყვეტთ SFU-ს ნახვას, არავითარ შემთხვევაში, არაფრის დიდებით არ ნახოთ ფრაგმენტები Youtube-ზე, განსაკუთრებით - ფინალური სცენები. უკონტექსტოდ ვერაფერს გაიგებთ და წინასწარ ნახვით, ამერიკელები რომ იტყვიან, lifetime experience-ს გაიფუჭებთ.
ჯერ-ჯერობით სულ ესაა. მართალია, ბევრი კარგი სერიალი გამოვტოვე, მაგრამ მათზეც მოგახსენებთ ოდესმე. მანამდე, ამ სერიალებს გადაავლეთ თვალი და დაგვიტოვეთ კომენტარებში, რომელი შოუს გამოტოვება გეწყინათ ყველაზე მეტად.
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა









კომენტარები