საკრებულოს ოპოზიციის მოთხოვნის შესაბამისად, ნარმანია სხდომაზე მისვლას აპირებს
ფოტო: თბილისის მერია
თბილისის მერი, დავით ნარმანია ამბობს, რომ საკრებულოს ოპოზიციის მოთხოვნის შესაბამისად, საკრებულოს სხდომაზე მისვლას აპირებს. თუმცა, მისი თქმით, საკრებულოში მისვლამდე ის ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება და მათგან ქალაქის გამწვანების პოლიტიკის დოკუმენტთან დაკავშირებით მოსაზრებებს მოისმენს:
"საკრებულოს ხელმძღვანელობასთან გავდივართ კონსულტაციებს და შესაბამისად, ზუსტ თარიღსა და დროს ვაცნობებთ საზოგადოებას. ეს არ იქნება ძალიან შორს, შესაძლოა უახლოეს დღეებში მოხდეს. მე ჯერ კიდევ გუშინ განვაცხადე, რომ აუცილებლად მივალ თბილისის საკრებულოში და გავცემ ყველა კითხვას პასუხს, რაც იქნება დასმული".
მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და ექსპერტებს შეხვდება, გააცნობს მათ მერიის მოსაზრებებს და მათ წინადადებებსაც მიიღებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გამკაცრდეს წესები:
"ამას წარვადგენთ საკრებულოში, დოკუმენტის სახით".
საკითხს გამოეხმაურა ქართული ოცნება - მრეწველების წევრი, გიორგი ტყემალაძეც და განმარტა, რომ დავით ნარმანიას საკრებულოში მისვლის თარიღი ამ დღეებში, კონსულტაციების შედეგად გაირკვევა:
"ამ დღეების განმავლობაში აქტიურად იქნება თბილისის მერიაში მერთან და მთავრობის წევრებთან და ასევე საკრებულოს აქტიური მონაწილეობით, შეხვედრები შემდგომ რეგულაციებთან დაკავშირებით, რათა არ იყოს მომავალში გარკვეული პრობლემები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით".
საკრებულოს ოპოზიციის წევრი, ენმ-ს წარმომადგენელი, ირაკლი აბესაძე კი ამბობს, რომ ნარმანიას საკრებულოში მისვლა კანონის შესაბამისადაა სავალდებულო:
"გამწვანება არ არის გამონაკლისი სფერო, სადაც უპასუხისმგებლობა ხშირ შემთხვევაში კორუფციაც, თბილისის მერიის მხრიდან, იძლევა ძალიან მძიმე სავალალო შედეგებს მოქალაქეებისთვის. ამიტომ, დავით ნარმანიას საკრებულოში მოსვლა კანონის შესაბამისადაც არის სავალდებულო და აუცილებელი იმისთვის, რომ მოქალაქეები გაერკვნენ, აპირებს ის იყოს თუ არა ქალაქის ხელისუფლება და შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები თუ მუდმივად უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას და ხელი უნდა გაიშვიროს გარეშე პირებისკენ".
საკრებულოს ოპოზიცია თბილისის მერს, დავით ნარმანიას ხუთშაბათს, 25 აგვისტოს, საკრებულოს სხდომაზე იბარებს.
17 აგვისტოს ყაზბეგის გამზირის 24 ნომერში ასწლოვანი ნაძვები გაჩეხეს. ტერიტორიაზე, რომელზეც ადრე სისხლის გადასხმის ინსტიტუტი იყო, ახლა ნგრევა მიმდინარეობს. ადგილზე სამშენებლო კომპანია ორბი ჯგუფი 42 სართულიანი შენობის აშენებას აპირებს. სულ მოჭრილია 13 წიწვოვანი ხე. ფაქტის გასაპროტესტებლად ადგილზე შეიკრიბნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები და პარტიზანული მებაღეობის წარმომადგენლები.
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები