4 სერიალი, სადაც კასტინგ მენეჯერმა საკუთარი თავიც შეარჩია მსახიობად
ჩვენი საყვარელი სერიალების ყურების დროს, ხშირად ვერც კი ვფიქრობთ, რა რთული გზა გაიარა საბოლოო პროდუქტმა სრულყოფილი სახის მიღებამდე.
ამ ძალიან გრძელ და რთულ გზაზე კი ერთ-ერთი მთავარი გმირი კასტინგის მენეჯერია, რომელმაც როლისთვის სრულყოფილი მსახიობი უნდა მოძებნოს. ამისთვის კი ასობით მსახიობს სინჯავს და მოთმინებით ელოდება როდის გამოჩნდება ის ერთადერთი და განუმეორებელი.
ალბათ, ხვდებით, რომ ეს პროცესი ძალიან დამქანცველია, სწორედ ამიტომ, ხშირად კასტინგი მენეჯერები რომელიმე როლზე საკუთარ თავსაც ამტკიცებენ.
დღეს ასეთ ოთხ შემთხვევაზე გიამბობთ:
ფილის სმიტი - The Office
ფილის სმიტი, რომელმაც სერიალ ოფისში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა, სინამდვილეში კასტინგის მენეჯერის ასისტენტი იყო. მისი ერთადერთი მოვალეობა მსახიობების შერჩევასთან ერთად, იყო ისიც, რომ სცენარის კითხვის დროს ამა თუ იმ პერსონაჟს როლის მორგებაში დახმარებოდა. საბოლოოდ, ფილისმა იმდენად კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, რომ მისი და კასტინგის მენეჯერის, ბენ ჰარის გადაწყვეტილებით, სერიალში როლიც მიიღო. რაც მთავარია, ამ შოუში თამაშის შემდეგ, კასტინგ მენეჯერობაზე უარი თქვა და მთელი აქცენტი მსახიობის კარიერაზე გადაიტანა.
ეიპრილ ვებსტერი - Alias
ეიპრილ ვებსტერი 2002 წელს სერიალ Alias-ის კასტინგ მენეჯერი იყო. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ მისი პირველი და ამ ეტაპზე ბოლო როლი სწორედ ამ შოუს ერთ-ერთ ეპიზოდში, Almost Thirty Years, შეესრულებინა. ეიპრილი მსახიობებს არჩევდა ისეთ სერიალებში სათამაშოდ, როგორებიც არის - Lost, American Gothic, Criminal Minds და ა.შ.
ეკა მჟავანაძე - ჩემი ცოლის დაქალები
ეკა მჟავანაძის ბიოგრაფია არაერთ საინტერესო როლს იტევს, როგორც კინოში შესრულებულ, ასევე თეატრის სცენასა და ტელეეკრანზე. მჟავანაძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ახალი პროფესია აეთვისებინა და კასტინგ მენეჯერი გამხდარიყო. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ ქართული ფილმებისა თუ სერიალების უმეტესობაში, ამა თუ იმ პერსონაჟს სწორად შერჩეული მსახიობი თამაშობს. მჟავანაძე არჩევდა მსახიობებს ყველაზე პოპულარული ქართული სერიალის, ჩემი ცოლის დაქალებისთვისაც და თავადაც ასრულებს ერთ-ერთ როლს. ის ზაზას დედის, ნაირას როლშია.
რობერტ სტერნი - Game of Thrones
რობერტ სტერნი ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კასტინგ მენეჯერია. მას უმუშავია ისეთ მასშტაბურ პროექტებზე, როგორებიცაა Game of Thrones და The Crown. მიუხედავად ამისა, ის ცდილობს მსახიობის პროფესიაშიც მოსინჯოს ძალები და ხშირად ჩნდება ამა თუ იმ შოუში. მაგალითად, ის სამეფო კარის თამაშების ოთხ ეპიზოდში გამოჩნდა. მართალია მან GOT-ში სამეფო ამალის ერთ-ერთი წევრის, ძალიან ეპიზოდური როლი შეასრულა, თუმცა ამ დავალებასაც წარმატებით გაართვა თავი.
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
კომენტარები