ულამაზესი ფოტოები, რომლებიც რაჭაში გადაცხოვრებას მოგანდომებთ
ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს ფოტოგრაფ დავით ბილიხოძესა და მის საინტერესო ნამუშევრებს - ფოტოგრაფმა შეყვარებულთან ერთად 12-თვიანი მოგზაურობა ფოტოსერიაში ასახა.
ამჯერად კი, დავითი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ რეგიონს, რაჭას ეწვია და შოვში გატარებული სამი დღე, დასასვენებლად და უნიკალური ფოტოების გადასაღებად მისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
"ძალიან მწყდება გული, რომ დიდი პოტენციალის მქონე რეგიონს, როგორიც რაჭაა, ვერ ვაფასებთ. ეს ფოტოებიც იმიტომ გადავიღე, რომ ქართველი ხალხისთვის მეჩვენებინა, თუ რამხელა სილამაზის პატრონი ვართ", - ამბობს ფოტოგრაფი On.ge-სთან საუბრისას.
შთამბეჭდავი ფოტოები, რომლებიც რაჭაში გადაცხოვრებას მოგანდომებთ კი აი, ასე გამოიყურება:
კომენტარები