რუსთავში, ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი პირი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უწყებაში ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს მუხლი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.