შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლიბერალის რედაქტორის, ზურაბ ვარდიაშვილის ცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ On.ge-ს უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.

ზურა ვარდიაშვილს დაახლეობით 7 ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტის თქმით, მიიღო დაზიანებებლი სახისა და თავის არეში.

როგორც ვარდიაშვილმა On.ge-ს განუცხადა, შემთხვევა 4 დღის წინ, 15 სექტემბერს, საღამოს მოხდა. მისი თქმით, თავს ვარკეთილში, ავტოფარეხთან ის პირები დაესხნენ, რომლებიც მანქანის მყიდველებად გაეცნენ.

"ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და აცხადებს, რომ მას ჟურნალისტი ზურაბ ვარდიაშვილი სხვა ადამიანში შეეშალა", — აღნიშნავენ შსს-ს პრესსამსახურში.

ამ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.