ვუდი ალენი რეჟისორობას დროებით თავს ანებებს
საკუთარი შვილობილის გაუპატიურებაში დადანაშაულებული 82 წლის რეჟისორი ვუდი ალენი ამბობს, რომ რეჟისორობას დროებით თავს ანებებს.
როგორც ცნობილია, რეჟისორის გადაწყვეტილების მიზეზი დილან ფეროუს ბრალდებებია, რომელიც ჰოლივუდში კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ ალენის ბოლო ფილმი A Rainy Day In New York, რომელშიც მთავარ როლებს სელენა გომეზი და ტიმოთი შალამე ასრულებენ, შესაძლოა, აღარ გამოვიდეს.
ფილმის დისტრიბუციის უფლება თავიდანვე კომპანია ამაზონმა შეიძინა, თუმცა ამჯერად ამბობენ, რომ ფილმი ან საერთოდ არ გამოვა, ან მისი ჩვენება აქტიური პიარის გარეშე მოხდება.
რაც შეეხება დილან ფეროუს ბრალდებებს, ის მია ფეროუმ და ვუდი ალენმა ერთად ცხოვრების დროს იშვილეს. დილანის თქმით, 1992 წელს ის 7 წლის იყო, როდესაც ვუდი ალენმა მასზე პირველად იძალადა.
"ვუდი ალენის რომელი ფილმი მოგწონთ ყველაზე მეტად? სანამ მიპასუხებდეთ, გეტყვით: შვიდი წლის რომ ვიყავი, როცა ვუდი ალენმა ხელი ჩამკიდა და ჩვენი სახლის მეორე სართულზე, ჩაბნელებულ, საკუჭნაოსმაგვარ სხვენში ამიყვანა. მითხრა, იატაკზე დაწექი და შენი ძმის სათამაშო მატარებლით ითამაშეო, შემდეგ კი ჩემზე იძალადა. სანამ ამას აკეთებდა მესაუბრებოდა, მეჩურჩულებოდა, რომ კარგი გოგო ვარ, რომ ეს ჩვენი საიდუმლო იქნებოდა, მპირდებოდა, რომ პარიზში წამიყვანდა და თავისი ფილმების ვარსკვლავად მაქცევდა. მახსოვს, როგორ მივჩერებოდი მატარებელს, სხვენს რომ წრეებს არტყამდა. სათამაშო მატარებლების დანახვისას ახლაც ცუდად ვხდები", - წერს ღია წერილში დილან ფეროუ.
ამ ბრალდებას სასამართლო მოჰყვა, რომელმაც 1993 წელს ვუდი ალენს ფეროუსთან ურთიერთობისას აყვანილ ორ და ერთ ბიოლოგიურ შვილზე მეურვეობა არ მისცა.
ფეროუსა და ალენს 13-წლიანი ურთიერთობისას ბიოლოგიური შვილი რონან ფეროუ შეეძინათ, რომელიც ახლა გამომძიებელი ჟურნალისტია. მან ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების გამოაშკარავებას ხელი შეუწყო.
1997 წელს ვუდი ალენმა მია ფეროუს მიერ წარსულში ნაშვილები სუნ-ი პრევინი შეირთო ცოლად. მასთან ურთიერთობა ალენმა ჯერ კიდევ ფეროუსთან თანაცხოვრებისას დაიწყო.
1993 წლის სასამართლოდან 2014 წლამდე ვუდი ალენი საჯაროდ აღარ დაუდანაშაულებიათ დილან ფეროუზე სექსუალურად ძალადობაში, თუმცა მას შემდეგ, რაც მას 2014 წელს ოქროს გლობუსი გადასცეს, რონანმა და მიამ ოქროს გლობუსი გააკრიტიკეს, დილანმა კი ნიუ-იორკ ტაიმსში ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ალენის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა.
ვუდი ალენმა დილანს ასევე ნიუ-იორკ ტაიმსში გამოქვეყნებული წერილით უპასუხა, ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ დილანს სექსუალური ძალადობა მია ფეროუმ შთააგონა, რადგან მისი და პრევინის ურთიერთობის წინააღმდეგი იყო.
ამავე თემაზე:
- ქეით უინსლეტი: ვწუხვარ, რომ ვუდი ალენთან მუშაობის სურვილით დაბრმავებულმა, ფეროუს ხმა ვერ გავიგე
- ვუდი ალენის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო, შესაძლოა, მისი ახალი ფილმი აღარ გამოვიდეს
- დაიან კიტონი ვუდი ალენზე: ის ჩემი მეგობარია და მისი მჯერა
- კოლინ ფერტი ამბობს, რომ აღარასდროს ითანამშრომლებს ვუდი ალენთან
- ვუდი ალენის შვილის, დილან ფეროუს ღია წერილი
- Call Me by Your Name-ის მსახიობმა, ვუდი ალენის ფილმიდან აღებული ჰონორარი Time's Up-ს გადაურიცხა
- ვუდი ალენის ფილმში მიღებულ ჰონორარს, რებეკა ჰოლი Time's Up-ს გადაურიცხავს
- Lady Bird-ის რეჟისორი ამბობს, რომ ვუდი ალენთან აღარასდროს ითანამშრომლებს
- დილან ფეროუ იმედოვნებს, რომ Time's Up კამპანია ვუდი ალენსაც შეეხება
- ელენ პომპეო ვუდი ალენს აკრიტიკებს და მსახიობებს მოუწოდებს, მასთან აღარ ითანამშრომლონ
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
კომენტარები