ვუდი ალენის ფილმში მიღებულ ჰონორარს, რებეკა ჰოლი Time's Up-ს გადაურიცხავს
მსახიობი ამბობს, რომ ვუდი ალენთან მუშაობას ნანობს.
ფოტო: Getty Images
ბრიტანელი მსახიობი, რებეკა ჰოლი, აცხადებს, რომ ვუდი ალენის ბოლო ფილმიდან, A Rainy Day in New York, მიღებულ შემოსავალს ჰოლივუდელი ქალების მიერ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ წამოწყებულ მოძრაობა Time's Up-ის ფონდში გადარიცხავს.
35 წლის მსახიობის განცხადებით, ის ვუდი ალენთან მუშაობას ნანობს, მას შემდეგ, რაც მისი შვილობილის, დილან ფეროუს, წერილი წაიკითხა. ფეროუ 7 წლის ასაკში ალენისგან გამოცდილ სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს. ფეროუ წუხს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ალენის მიერ ჩადენილ ძალადობაზე ისაუბრა, მას ჰოლივუდის A-კლასის მსახიობები კვლავ უჭერენ მხარს.
რებეკა ჰოლი ალენის 2008 წლის ვიკი კრისტინა ბარსელონაშიც მონაწილეობდა.
"ვაინშტაინის საქმის გახმაურების მეორე დღეს, ვუდი ალენის ბოლო ფილმზე ვმუშაობდი და ვერ ვიფიქრებდი, თუ ამ გამოცდილებაზე ოდესმე სხვანაირად ვიფიქრებდი. როდესაც როლი შემომთავაზეს, მალე დავთანხმდი. ალენმა რამდენიმე მნიშვნელოვანი როლები მომცა თავის ფილმებში, რომელთა მადლიერიც ვარ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჩემს გადაწყვეტილებაზე ბევრს ვფიქრობდი. მას შემდეგ, რაც დილან ფეროუს წერილი წავიკითხე, მივხვდი, რომ ეს საკითხი ძალიან რთულია. შემაძრწუნებელია ის ფაქტი, რომ ჩემმა ქმედებებმა სხვა ქალს უარყოფილად და გაჩუმებულად აგრძნობინა თავი. ძალიან ვწუხვარ. ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას და ამას აღარასდროს გავაკეთებ. მინდა სინანულის გამოსახატავად, სიმბოლურად გადავრიცხო ალენის ფილმიდან შემოსული ჰონორარი Time's Up კამპანიაში. უკვე გავწევრიანდი ამ მოძრაობაში და მინდა იმ პოზიტიური ცვლილების ნაწილი ვიყო, რომელიც იმედია, რომ მსოფლიოსაც შეეხება და არა მხოლოდ ჰოლივუდს".
ვუდი ალენის ფილმებში მონაწილეობისთვის, ისეთი მსახიობები გააკრიტიკეს, როგორიცაა ქეით უინსლეტი და ბლეიკ ლაივლი. Lady Bird-ის რეჟისორი გრეტა გერვიგი ამბობს, რომ ვუდი ალენთან აღარასდროს ითანამშრომლებს.
ფეროუს ბრალდებები კონეკტიკუტის პოლიციამ შეისწავლა, თუმცა ალენის წინააღმდეგ ბრალდება არ წაუყენებია. ვუდი ალენი ფეროუს ბრალდებებს უარყოფს.
დილან ფეროუ მია ფეროუმ და ვუდი ალენმა ერთად ცხოვრების დროს იშვილეს. დილანის თქმით, 1992 წელს ის 7 წლის იყო, როდესაც ვუდი ალენმა მასზე პირველად იძალადა.
ამ ბრალდებას სასამართლო მოჰყვა, რომელმაც 1993 წელს ვუდი ალენს ფეროუსთან ურთიერთობისას აყვანილ ორ და ერთ ბიოლოგიურ შვილზე მეურვეობა არ მისცა.
ფეროუსა და ალენს 13-წლიანი ურთიერთობისას ბიოლოგიური შვილი რონან ფეროუ შეეძინათ, რომელიც ახლა გამომძიებელი ჟურნალისტია. მან ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების გამოაშკარავებას ხელი შეუწყო.
1997 წელს ვუდი ალენმა მია ფეროუს მიერ წარსულში ნაშვილები სუნ-ი პრევინი შეირთო ცოლად. მასთან ურთიერთობა ალენმა ჯერ კიდევ ფეროუსთან თანაცხოვრებისას დაიწყო.
1993 წლის სასამართლოდან 2014 წლამდე ვუდი ალენი საჯაროდ აღარ დაუდანაშაულებიათ დილან ფეროუზე სექსუალურად ძალადობაში, თუმცა მას შემდეგ, რაც მას 2014 წელს ოქროს გლობუსი გადასცეს, რონანმა და მიამ ოქროს გლობუსი გააკრიტიკეს, დილანმა კი ნიუ-იორკ ტაიმსში ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ალენის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა.
ვუდი ალენმა დილანს ასევე ნიუ-იორკ ტაიმსში გამოქვეყნებული წერილით უპასუხა, ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ დილანს სექსუალური ძალადობა მია ფეროუმ შთააგონა, რადგან მისი და პრევინის ურთიერთობის წინააღმდეგი იყო.
ამავე თემაზე:
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები