Wizz Air: ინციდენტზე ინფორმირებული არ ვიყავით, მგზავრებს ბოდიშს ვუხდით დისკომფორტისთვის
Wizz Air რეისიდან მოხსნილი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს და მშობელ ბოდიშს უხდის. კომპანიის განცხადებით, ინციდენტის თაობაზე აეროპორტის პერსონალის მხრიდან Wizz Air-ის სათავო ოფისის დროული ინფორმირება ვერ მოხერხდა. მათი თქმით, ავიახომალდის ეკიპაჟმა დამოუკიდებელად მიიღო გადაწყვეტილები მგზავრთა რეისიდან მოხსნის თაობაზე.
კომპანიაში აცხადებენ, რომ Wizz Air ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აღნიშნულმა მგზავრებმა ყველანაირი დანახარჯის გარეშე შეძლონ მათთვის სასურველი უახლოესი რეისით გამგზავრება.
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მშობელმა, ნანა ანთიძემ On.ge-ს უთხრა, რომ აეროპორტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა რეგისტრაციის უფლება არ მისცეს, როდესაც დაინახეს, რომ ბავშვი გაღიზიანებული იყო.
როგორც დედა ყვება, მისი შვილი გაღიზიანებული გაფრენამდე იყო. მისი თქმით, რეგისტრაციის დასრულებამდე და ფრენამდე ორი საათით ადრე ბავშვი უკვე დამშვიდებული იყო, რაც ექიმებმა წერილობითაც დაუდასტურეს. მისივე თქმით, ფრენამდე, როდესაც ბავშვი უკვე დამშვიდებული იყო, მისი მდგომარეობის სანახავად არავინ მისულა, არც ექიმის წერილობითი დასტური უნახავს ვინმეს.
როგორც აეროპორტების გაერთიანება აცხადებს, ბავშვის შეტევას შეესწრო ხომალდის მეთაური. მათი თქმით, მეთაურმა სამედიცინო ცნობა ინგლისურ ენაზე მოითხოვა იმის დასადასტურებლად, რომ ბავშვისთვის ფრენა საშიში არ არის და არც სხვა მგზავრებს შეუქმნიდა ფრენისას დისკომფორტს.
"ბუნებრივია, აეროპორტის ექიმის კომპეტენცია მსგავსი ცნობის გაცემისგან მოკლებულია. თავად ბავშვის მშობელს კი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა არ გააჩნდა. შესაბამისად, ავიაკომპანიის ხომალდის მეთაურმა ბორტზე მგზავრის დაშვებისგან თავი შეიკავა", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც აეროპორტების გაერთიანებაში On.ge-ს განუმარტეს, იმისათვის რომ ნანა ანთიძემ გაფრენა შეძლოს ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა ინგლისურ ენაზე უნდა წარადგინოს, რადგან ეკიპაჟის მეთაურმა ინგლისური იცის და საბოლოო გადაწყვეტილება მასზეა.
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები