ჩვენ ვკითხეთ 5 ფანს, რატომ უყვართ THE CHEMICAL BROTHERS - ნახეთ პასუხები
პირველ სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო მოტოდორმზე, ქართველი მსმენელის წინაშე ოთხი გრემის ჯილდოს მფლობელი ბრიტანული დუეტი The Chemical Brothers წარდგება.
საქართველო დიდი მუსიკალური მოვლენის მოლოდინშია. პირველ სექტემბერს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე მსოფლიოში ცნობილი ინგლისური დუეტის, The Chemical Brothers-ის კონცერტი გაიმართება. ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წარმომადგენლების ჩამოსვლას უამრავი ქართველი ელის, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ "ქიმიური ძმების" კონცერტი უდიდეს ემოციებთან ასოცირდება.
The Chemical Brothers ინგლისური ბენდია, რომელიც ქალაქ მანჩესტერში 1989 წელს ჩამოყალიბდა. ისინი მუსიკალური მიმდინარეობა "ბიგ ბითის" პიონერებად ითვლებიან, რომლებმაც ელექტრონულ მუსიკაში ახალი სიტყვა თქვეს. "ქიმიური ძმების" დუეტი ედ საიმონსისა და ტომ როულენდისგან შედგება. 90-იანი წლების დასაწყისში ახალგაზრდა დამწყები მუსიკოსები ინგლისის სხვადასხვა კლუბებსა და პაბებში სხვადასხვა ცნობილი სიმღერების ახლებურ რემიქსებს უკრავდნენ და მცირე ჰონორარს გამოიმუშავებდნენ. სწორედ აქედან იწყება ჩვეულებრივი ბიჭების არაჩვეულებრივი მუსიკალური კარიერა.
1994 წელს "ქიმიური ძმები" მანჩესტერის ერთ-ერთი კლუბის რეზიდენტები გახდნენ. ამ კლუბს ხშირად სტუმრობდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიც ნოელ გალაგერი, ჯეიმს დინი, პოლ უელერი და ტიმ ბერჯესი არიან. ედსა და ტომს იმ დროს ცნობილ ვარსკვლავებთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიობდათ, "ქიმიურ ძმებს" ნოელ გალაგერმა ოაზისის ერთი სიმღერის რემიქსის გაკეთებაც კი სთხოვა, თუმცა საბოლოოდ თანამშრომლობა ვერ შედგა. სამაგიეროდ, ედმა და ტომმა The Prodigy-ს Voodoo People-ის რემიქსი გააკეთეს და MTV-ზეც მოხვდნენ. მას შემდეგ, "ქიმიური ძმების" სახელი მთელი მუსიკალური ინდუსტრიისთვის ცნობილი გახდა.
1995 წელს ჯგუფმა პირველი ალბომი ჩაწერა, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. "ქიმიურმა ძმებმა" არაერთი მსოფლიო ტურნე ჩაატარეს და მათ ყოველ სეტს უამრავი ადამიანი ესწრებოდა. გარდა ახალი თაობის ელექტრონული მუსიკისა, ჯგუფი ვიზუალური ხელოვნების ელემენტების გამოყენებითაც გამოირჩევა, რაც ლაივზე მისულ მსმენელებს კიდევ უფრო მეტად მუხტავს.
ჯგუფმა ამ დროის განმავლობაში სულ 8 სტუდიური ალბომი ჩაწერა და ოთხჯერ მოიგო გრემი. სამი ათწლეულის განმავლობაში, "ქიმიურ ძმებს" არაერთი ჰიტი შეუქმნიათ. მაგ: "Block Rockin' Beats", "Hey Boy Hey Girl", "Galvanize", "The Salmon Dance", "Do It Again", "Swoon" და სხვა.
The Chemical Brothers საქართველოშიც არაერთი ფანი ჰყავს. მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია და ისინი მოუთმენლად ელიან საყვარელი ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლას. ჩვენ ვკითხეთ, თუ რატომ მოსწონთ Chemical Brothers-ის მუსიკა მათ. პასუხები ემოციური და შთამაგონებელი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ამ დუეტის სახელი ზუსტად ასახავს იმ კავშირს, რომელსაც ისინი მსმენელებთან ამყარებენ.
ნიკა, 23 წლის
"იმ აზრის მჯერა, რომ ყველა ადამიანს თავისი შინაგანი მუსიკა გააჩნია, რაღაც ისეთი, რაც ძირითადად არსად მეორდება და გადმოცემაც შეუძლებელია. ქიმიური ძმების მუსიკაში კი ზუსტად ის ნაწილი ვიპოვე, რომელიც ჩემს შინაგან მუსიკას ემთხვევა. მათ მუსიკას არ ჭირდება ჩემი განწყობა, არაა აუცილებელი კონკრეტულ ხასიათზე ვიყო, რომ მათ მოვუსმინო. ჩართავ და მორჩა, სხვა სამყაროში იღვიძებ, რაღაც ქიმიურ და არაამქვეყნიურ რიტმში"
იკა, 28 წლის
"ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღის მთავარი საუნდტრეკი იყო "ქიმიური ძმების" იაპონიის ლაივი... მოსმენისას ისეთ მრავალფეროვან, ლამაზ და სასიამოვნო სამყაროებში მამოგზაურა, რომ ამხელა მუსიკალური სივრცე მხოლოდ ერთ ჯგუფს თუ ექნება. გარდა ამისა, მათი რემიქსის საშუალებით, აღმოვაჩინე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ბენდი"
Elvire, 22 წლის
"ამ ჯგუფში ყველაზე მომხიბვლელი ისაა, რომ არასდროს იცი, რას უნდა ელოდო მათგან. მნიშნვნელობა არ აქვს ეს სიმღერაა, ალბომი თუ ცოცხალი შესრულება, ყოველთვის ახალ გამოცდილებას იძენ. მათი მოსმენისას სადღაც იწყებ მოგზაურობას, რომელიც სახლში დაბრუნებას ჰგავს. სახლში, რომელიც არ იცოდი, რომ შენი იყო"
დათა, 25 წლის
"ჩემთვის ქიმიური ძმები და მათი მუსიკა, ელქტრონულ სამყაროში მოსახვედრი პორტალი და ბავშვობიდან დღემდე მომხდარი თავგადასავლების უცვლელი მუსიკალური თანამგზავრია.
ჩემთვის როგორც 90 იანებში გაზრდილი ბავშვისთვის ქიმიური ძმების მუსიკა ზუსტად ის ზემოდან ჩამოვარდნილი თეთრი კასეტაა, რომელსაც ორი მაროკოელი ბიჭი პოულობს უდაბნოში და ჩართვისთანავე იწყებენ ქაოსურ-უკონტროლო ცეკვას. ეს კლიპი - Do It Again აღმოჩნდა ელექტრონულ სამყაროში შესაბიჯებელი პორტალი. შეიძლებოდა ეს უბრალოდ ბავშვური გატაცება ყოფილიყო მაგრამ რაც უფრო მეტს ვიგებდი მათ შესახებ მით უფრო მომწონდა ის ფაქტი რომ ვარსებობ რეალობაში სადაც ასეთი მუსიკა იქმნება. Chemical Brothers იყო არის და ყოველთვის იქნება ჩემი ცხოვრების უცვლელი მუსიკალური თანამგზავრი"
დემე, 25 წლის
"Chemical Brothers ალბათ იმიტომ მიყვარს, რომ დიდი ხანია მათი შემოქმედება გასცდა მუსიკას და გადაიქცა კონცეპტად, რომელსაც აქვს უნიკალური მეთოდები, ილაპარაკოს სიყვარულის და თავისუფლების ენით. გარდა მუსიკალური ინსპირაციისა, მათი შემოქმედება არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი მნიშვნელოვანია ყველაზე უმნიშვნელო დეტალებიც კი, არა მარტო მუსიკაში, არამედ ზოგადად ცხოვრებაში"
პირველ სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, "ქიმიური ძმები" 1995 წლიდან დღემდე ჯგუფის მიერ შექმნილ საუკეთესო ჰიტებს შეასრულებენ. ინგლისელები ქართველ მსმენელებს დაუვიწყარ საღამოს ჰპირდებიან. ღონისძიების წარმდგენი თიბისი სტატუსია, რომელიც წლებია, ისთერნ პრომოუშენთან კულტურული ღონისძიებების განხორციელებისას თანამშრომლობს.
ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია tkt.ge-ზე. ბილეთების პირველი კალათა უკვე დაიხურა, მეორე კალათის შემთხვევაში კი ფასები გაიზარდა. თუმცა, ჯაზ-ფესტივალის მსგავსად, 15 აგვისტოდან თიბისი სტატუსის მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება იმოქმედებს.
ბილეთებზე ფასდაკლების მიღება თიბისის თი ბოტის დახმარებითაც შეიძლება. მიწერეთ თი ბოტს და ის თავად დაგეხმარებათ ბილეთების 44%-იანი ფასდაკლებით შეძენაში.
გაიგეთ მეტი ღონისძიების შესახებ
ამავე თემაზე:
კომენტარები