როგორ მისდევდა ქართული სპეცრაზმი ფეხით მორბენალ რუს გენერალ ხრულიოვს ცხინვალში 2008 წელს
რუსეთის ადგილობრივ მედიასაშუალებებში 2008 წელს ცხინვალში ქართული სპეცდანიშნულების რაზმის მიერ რუსეთის 58-ე არმიის საშტაბო კოლონის განადგურების უპრეცედენტო დეტალებთან დაკავშირებული ინფორმაცია გავრცელდა. რუსეთის პოლიტიკური ახალი ამბების სააგენტოს თქმით, შეიძლება ითქვას, რომ ქართველებს მსგავსი სპეცოპერაცია ამ შემთხვევამდე არც არასდროს ჩაუტარებიათ.
გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა და მასთან დაკავშირებით ტექსტის ავტორის, აბრაამ შმულევიჩის მიერ გაკეთებულ მოვლენების ანალიზს, რომლის თარიღიც 2008 წლის 12 აგვისტოა, On.ge უცვლელად გთავაზობთ:
შმულევიჩი ამბობს, რომ რუსეთის 58-ე არმია, რომელსაც ადრე გენერალი ლებედი ხელმძღვანელობდა, შეიძლება ითქვას, ყველაზე გამოცდილი და ძლიერი დანაყოფია ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში. სწორედ ის აგებს კავკასიაზე პასუხს და ამიტომ, 2008 წლისთვის უკვე საკმარისი სამხედრო გამოცდილება ჰქონდა დაგროვებული აღნიშნულ რეგიონში:
"არმიის ხელმძღვანელი გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ხრულიოვია, რომელიც რუსეთის სამხედრო მეთაურთაგან ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია. რუსეთის სამხედრო ძალებს სამხრეთ ოსეთში სწორედ ის ედგა სათავეში. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქართველების წარმატება გაოცებას იწვევს".
კამსამოლსკაია პრავდას ჟურნალისტი, ალექსანდრე კოცი, ვლადიკავკაზიდან ცხინვალის მიმართულებით 58-ე არმიის სამხედროებთან ერთად, მათივე მანქანით გადაადგილდებოდა მაშინ, როდესაც მათ თავს ქართველი სამხედროები დაესხნენ:
"ცხინვალში ე.წ. ბეტეერით მივდიოდით, რომელიც 58-ე არმიას ეკუთვნოდა. კოლონაში სულ 30 მანქანა იყო. დაგეგმილი იყო სამხრეთ ოსეთში რუსი ჟურნალისტებისა და სამშვიდობოების განბლოკვა. ცხინვალში სამხრეთიდან შევდიოდით. ძირითად გზაზე უმოწყალო სროლა იყო ატეხილი. ჩვენ სხვა გზით, ტყის გავლით, წასვლა გადავწყვიტეთ. უცებ განადგურებულ ტანკთან 2 ქართველი დავინახე. შემდეგ დავაკვირდი: ყველა ბოძის უკან იარაღიანი და ავტომატიანი ქართველები იყვნენ. ჩემ გვერდზე მჯდომ სამხედროს ვუთხარი: "ქართველები!" მანაც დაიყვირა: "ქართველები!" და კოლონა შეჩერდა".
აღნიშნულზე დაყრდნობით, შმულევიჩი ასკვნის, რომ ქართულ ჯარს ძალიან ზუსტი მონაცემები ჰქონდა კოლონის გადაადგილების შესახებ:
"მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკის გადაადგილება თანამგზავრის მეშვეობით კონტროლდება და ამერიკელები, როგორც ჩანს, ამ ინფორმაციას ქართველებს გადასცემდნენ, აღნიშნულ კოლონაში ხელმძღვანელისა და შტაბის ყოფნის შესახებ ინფორმაცია ადვილი დასამალია.
ეს ინფორმაცია ქართველებს შეიძლებოდა აგენტურული ქსელის მეშვეობით მიეღოთ, რაც ადასტურებს იმას, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ქართული დაზვერვა ძალიან კარგად მუშაობდა. ჟურნალისტ კოცის მონათხრობიდან კი ირკვევა, რომ სწორედ მან შეამჩნია ბრძოლისთვის გამზადებული ქართული სპეცრაზმი.
სიტუაცია ძალიან უცნაურია: როგორც წესი, საშტაბო კოლონას, რომელშიც იმყოფება მეთაური, სამხედრო დაცვა უნდა ახლდეს თან. ამასთან, ხშირად დრონებსაც გამოიყენებენ ხოლმე, რომელიც ტერიტორიაზე 2 კილომეტრ სიმაღლეზე დაფრინავს და თვალს ადევნებს სიტუაციას. არაა საუბარი იმაზე, რომ ასევე მოქმედებს თანამგზავრული თვალთვალიც.
როგორ შეეძლოთ ქართულ ჯარებს შეუმჩნევლად მიპარვოდნენ 58-ე არმიის დანაყოფებს და რა მოუვიდა სამხედრო დაცვას, თუკი ის მართლაც იცავდა აღნიშნულ საშტაბო კოლონას, ცნობილი არ არის".
შემდეგ კოცი ასე განაგრძობს:
"მანქანებთან! - დაიყვირა მეთაურმა. ჩვენ მივირბინეთ ე.წ. ბეტეერთან, თუმცა სწორედ ამ დროს სროლა დაიწყო. ე.წ. ბეტეერსა და ე.წ. უაზიკს შორის ჩავცვივდით. მესმოდა, როგორ იმსხვრეოდა მისი შუშები, მივხვდი, ჩვენ გვესროდნენ. ვესტის სპეცკორესპონდენტთან, მის ოპერატორთან და კიდევ ორ ჟურნალისტთან ერთად, ბეტონის ღობისკენ გავიქეცი. ეს ყველაფერი უკვე ცხინვალის ქუჩებში ხდებოდა. დავეცით. "დაჭრილი ვარ, ხელი მერთმევა", - დაიძახა ოპერატორმა. მას მხარში გამავალი ჭრილობა ჰქონდა".
ტექსტის ავტორის, შმულევიჩის თქმით, გამოდის, რომ ქართული სპეცდანიშნულების რაზმი ბევრი ჯარისკაცით იყო დაკომპლექტებული. ცხინვალი კი იმ პერიოდისთვის ქართული ქვედანაყოფებისგან დაცულად ითვლებოდა.
თვითმხილველი ჟურნალისტის, კოცის მონათხრობიდან ასევე ირკვევა, რომ ქართველებმა თავიდანვე გადაწვეს მათი ორი სამხედრო მანქანა, ყველა მხრიდან ისროდნენ, შედეგად კი ძირს ეცემოდნენ როგორც ქართველები, ისე რუსები:
"შემდეგ კოლონა სხვადასხვა მიმართულებით დაიძრა, დაახლოებით კილომეტრ-ნახევარ მანძილზე. ჩვენ გადავწყვიტეთ ისევ ე.წ. ბეტეერის მიმართულებით გავქცეულიყავით. ჩვენ წინ გენერალი მირბოდა. ვხედავ, კვამლში გაქრა. ამავე წუთს აფეთქდა ე.წ. ბეტეერიც, რომლის მიმართულებითაც მივრბოდით. მე კი ქართველი დამახტა".
შმულევიჩის მონათხრობში საქართველოში კომსომოლსკაია პრავდას სპეციალური ჟურნალისტის, დიმიტრი სტეშინის ინტერნეტ ბლოგში აღბეჭდილ დამატებით დეტალებზეცაა საუბარი:
"იზვესტიის სპეც-კორესპონდენტი, იურა სნეგირევი ყვება, თუ როგორ დაჭრეს კომსომოსლკაია პრავდას ჟურნალისტი - ალექსანდრე კოცი გენერალთან ერთად. ალექსანდრე 58-ე არმიის მანქანით გადაადგილდებოდა, ინტერვიუს წერდა, რადგან დილისთვის მასალა უნდა გადაეგზავნა. კოლონას ჩაუსაფრდნენ. მანქანის მძღოლი მოკლეს. ის თხრილში იწვა გენერალთან ერთად, გენერალი კი ტაბელური იარაღიდან ისროდა".
აღნიშნული გაოცებას იწვევს შმულევიჩისთვის:
"ეულად მორბენალი, დაცვის გარეშე მყოფი არმიის ხელმძღვანელი, ქართული სპეცრაზმის წევრი, რომელიც არავინ იცის საიდან გაჩნდა ამ გენერლის პირისპირ, კოლონა, რომელიც სროლის დროს სხვადასხვა მიმართულებით დაიძრა და ბრძოლის ველზე ამ კოლონის მეთაური - გენერალ-ლეიტენანტი მარტო მიატოვა, ფაქტობრივად გაწირა სიკვდილისთვის ან მძევლობისთვის, დაჭრილი გენერალი, რომელიც მარტო ისროდა პისტოლეტიდან - ჩვეულებრივ, რუსულ ენაზე, ამ ყველაფერს ეწოდება დარბევა".
მისი განმარტებით, გამორიცხული არ არის, რომ ქართული ჯარი მიზანმიმართულად ნადირობდა გენერალზე: მანქანის მძღოლის მკვლელობა, სხვა მგზავრების დაჭრა - ხელში ჩაგდების კლასიკური სურათია. ის განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში გენერალ-ლეიტენანტმა უბრალოდ თავად შეძლო გაქცევა, ბრძოლის დროს მისი სხვებისგან გამორჩევა უკვე აღარც შეიძლებოდა.
ალეკსანდრ კოცი კი ასე აგრძელებს რეპორტაჟს:
"ვუყვირი მას, რომ ჟურნალისტი ვარ. ის კი მიყვირის, რომ მკვლელია და 8 მეტრის სიშორიდან მესვრის. როგორც მაშინ მომეჩვენა, ავტომატიდან ისროდა. თუმცა მასკოვსკი კამსამოლეცის კორესპონდენტმა, ვიტია სოკირკომ მითხრა, რომ ეს ნაღმმტყორცნი იყო. ხელში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი და დავეცი. ველოდები, რომ ზურგშიც მესვრის, ის კი არ ისვრის. ვბრუნდები და ის მკვდარი წევს. ჩვენთან ერთად მაიორი იყო, სწორედ მან მოკლა. ასე ვიწექით ხუთნი, მიწაში ჩაფლულები, ვითომ ცხედრები ვიყავით. შემდეგ მაიორი დაჭრეს".
შმულევიჩის თქმით, გამოდის, რომ ქართულმა ჯარებმა მთლიანად ჩაიგდეს ბრძოლის ველი ხელში.
კოცი აგრძელებს:
"ვწევართ მე და ვიტია სახით ერთმანეთისკენ, ვეუბნები მას, რომ სისხლისგან ვიცლები. ის კი მპასუხობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. შემდეგ ვიღაცამ 3 მეტრის მანძილიდან ნაღმი გვესროლა, რომელიც აფეთქდა. დაჭრილი მაიორი მოკლეს. სროლა ყველა მხრიდან ატყდა. ვგრძნობ, რომ ძალიან ბევრი სისხლი მომდის. ხელი ჯერ წამერთვა, წვა ვიგრძენი, შემდეგ სნაიპერებმა ისევ ცეცხლი გაგვიხსნეს, შემდეგ სროლა ნელ-ნენა შეწყდა. ისევ ვწევართ და ვეუბნები ვიტიას: რამე უნდა მოვიმოქმედოთ. უცებ გავარდა და სირბილით გზა გადაუჭრა სამხედრო მანქანას შეძახილით: გაჩერდით, აქ დაჭრილები არიან!".
შმულევიჩისთვის გაუგებარია, სად გაქრნენ ამ დროს ქართველები, საიდან გაჩნდნენ რუსი სნაიპერები და საერთოდ, სამხედროები. თუმცა, მისი თქმით, ნათელია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალები ნამდვილად მივიდნენ.
კოცი აგრძელებს:
"რუსულმა სამხედრო მანქანამ გაიარა, მაგრამ არ გაჩერდა. თუმცა, უეცრად კიდევ ერთი გამოჩნდა, რომელიც გაჩერდა და მძიმედ დაჭრილი მაიორის აყვანას შეეცადა. მე ვერ ვდგებოდი, ვიტია კი მეუბნებოდა: როგორღაც უნდა ავძვრეთ მანქანაში. შემდეგ ჩავსხედით და საშიშ ზონას გავეცალეთ. მაიორი კი, რომელმაც გადამარჩინა, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა".
შმულევიჩის თქმით, გამოდის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართული ჯარები ამ დროისთვის უკვე გაქრნენ ბრძოლის ველიდან და როგორც ჩანს, გარკვეული დროც გავიდა და გაურკვეველი რუსული ძალებიც გამოჩნდნენ - დაჭრილებს საერთოდ არავინ დახმარებია, მათთვის პირველადი დახმარება არავის გაუწევია და არ ჩატარებულა ორგანიზებული ევაკუაცია:
"შეგახსენებთ, რომ საუბარია არმიის დაჭრილ ოფიცრებზე. რატომ მოხდა ასე, სად იყვნენ სანიტრები და მედიკოსები, რა მიმართულებით გადაადგილდებოდნენ ზემოაღნიშნული სამხედრო მანქანები და რატომ არ გაჩერდნენ დაჭრილებთან. დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ დაჭრილი მაიორი არ იყო ერთადერთი, რომელსაც სამედიცინო დახმარება დროულად არ ჩაუტარდა".
"საავადმყოფოში მითხრეს, რომ კოლონაში მყოფი 30 მანქანიდან მხოლოდ 5 გამოვიდა", - ამბობს კოცი.
შმულევიჩის თქმით, საშტაბო კოლონა ფაქტობრივად მთლიანად განადგურდა. ის ასევე ამბობს, რომ ქართულ სპეცრაზმს ინსტურქტორები ამერიკიდან და ისრაელიდან ამზადებდნენ და როგორ ჩანს, მსოფლიო სტანდარტების დონეზე შეძლეს მათი მომზადება.
ტექსტის ავტორი, აბრაამ შმულევიჩი არის რაბინი, პოლიტოლოგი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტიტუტის პრეზიდენტი, რომელიც ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე მუშაობს. ცხოვრობს ისრაელში.
-
გადახედვამშრალ შიმშილობაზე მყოფი ისაკო დევიძე "ვივამედიდან" კვლავ ზაჰესის იზოლატორში დააბრუნეს მშრალ შიმშილობაზე მყოფი ისაკო დევიძე "ვივამედიდან" კვლავ ზაჰესის იზოლატორში დააბრუნეს
-
გადახედვარა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
-
გადახედვა25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს
-
გადახედვაMEGOBARI Act-ის წარმდგენი ჯო უილსონი კონგრესში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატია MEGOBARI Act-ის წარმდგენი ჯო უილსონი კონგრესში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატია
-
გადახედვათბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციისადმი მიძღვნილი გამოფენა წითელი საღებავებით გადაღებეს თბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციისადმი მიძღვნილი გამოფენა წითელი საღებავებით გადაღებეს
-
გადახედვაგიორგი ვაშაძემ გმირთა მოედანზე შეკრებილებს, 24 ნოემბრის გეგმებთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადება გააცნო გიორგი ვაშაძემ გმირთა მოედანზე შეკრებილებს, 24 ნოემბრის გეგმებთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადება გააცნო
-
გადახედვალაშა ბაქრაძე: ხვალ იქნება რეგიონებიდანაც აქტივობა და, მით უმეტეს, ზეგ ლაშა ბაქრაძე: ხვალ იქნება რეგიონებიდანაც აქტივობა და, მით უმეტეს, ზეგ
-
გადახედვაგმირთა მოედანზე მოძრაობა გადაიკეტა გმირთა მოედანზე მოძრაობა გადაიკეტა
-
გადახედვათსუ-სთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მსვლელობით მივიდნენ და კარვების გაშლა დაიწყეს თსუ-სთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მსვლელობით მივიდნენ და კარვების გაშლა დაიწყეს
-
გადახედვამეუფე შიო: ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამების ტაძრის მშენებლობაში, მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი მეუფე შიო: ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამების ტაძრის მშენებლობაში, მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი
-
გადახედვაპაატა ბურჭულაძე: "ოცნება" მარტოა, მათ მათი შვილებიც კი არ უჭერენ მხარს პაატა ბურჭულაძე: "ოცნება" მარტოა, მათ მათი შვილებიც კი არ უჭერენ მხარს
-
გადახედვამეუფე იაკობი: ახლა რომ შეიკრიბნენ, მაქსიმუმ 2 000-3 000 იყვნენ, იმათაც მივმართავ, მიხვდნენ, ნუ მიჰყვებიან ღალატის გზას მეუფე იაკობი: ახლა რომ შეიკრიბნენ, მაქსიმუმ 2 000-3 000 იყვნენ, იმათაც მივმართავ, მიხვდნენ, ნუ მიჰყვებიან ღალატის გზას
-
-
-
გადახედვაპრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მათ არ უნდათ პრეზიდენტი, რომელიც ხვალ შეიძლება ხალხს მოეწონოს სალომე ზურაბიშვილი: მათ არ უნდათ პრეზიდენტი, რომელიც ხვალ შეიძლება ხალხს მოეწონოს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში სალომე ზურაბიშვილი: დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში
-
გადახედვაზვიად ძიძიგური: პირველივე დღეს განვაცხადეთ, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემდით, იგივე ჭკუაზე ვართ. ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ ზვიად ძიძიგური: პირველივე დღეს განვაცხადეთ, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემდით, იგივე ჭკუაზე ვართ. ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ
-
გადახედვაPHR-მა ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელებისთვის კომპენსაციის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა PHR-მა ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელებისთვის კომპენსაციის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა
-
გადახედვა"ჯებირების საქმეზე" დაკავებული საბა მეფარიშვილის დედა სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა "ჯებირების საქმეზე" დაკავებული საბა მეფარიშვილის დედა სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: შევეცდებით პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს მამუკა მდინარაძე: შევეცდებით პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
კომენტარები