გირჩის ოფისში პარტიული ყრილობა დაიწყო. მწვადი, შოთის პური, ლუდი, მუსიკა და სელფები - პარტიის ყრილობა ამ ფორმატში მიმდინარეობს.

როგორც On.ge-ს გირჩის ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურა ჯაფარიძემ უთხრა, ყრილობაზე ოფიციალური ნაწილი 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდში განიხილავენ და დააკომპლექტებენ პარტიის მმართველ ორგანოებს, ვინაიდან ამას სახელმწიფო მოითხოვს. ჯაფარიძის თქმით, ეს პროცედურები საჭიროა იმისთვის, რომ ოფიციალურად დარეგისტრირდეს საპრეზიდენტო კანდიდატად.

მისი თქმით, ყრილობის მსგავსი ფორმატი მხარდამჭერების სურვილით შეირჩა. გირჩის ოფისში პარტიის წევრები და მხარდამჭერები ამ დრომდე იკრიბებიან.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge