პაატა კვიჟინაძე

19 Jun. 2018, 12:27

რაც შეეხება ხეებს, მეუხერხულება ხოლმე ამ თემაზე საუბარი, მაგრამ საუბარი არის რამოდენიმე ასეული თუ ათეული ხის გადატანაზე, რომელშიც კონკრეტულ პირებს თანხას უხდიან. კეთდება უნიკალური პარკი, რომელიც ისევ საქართველოს მოხმარდება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ პრაქტიკულად მილიონობით ხე გაიჩეხა, როცა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს მისცეს ტყეები. რას ადარებთ? მილიონობით და ასეულობით ხეს, რომელიც კი არ მოიჭრება, სხვაგან გადავა და ულამაზესი ადგილი იქნება. საერთოდ, საქართველოში, თუ პატარკაციშვილის გაკეთებულ მთაწმინდის პარკს, თუ რამე ლამაზია კერძო პირის გაკეთებული, ბატონი ბიძინასია. ის პარკიც ხომ საქართველოსთვის იქმნება და სილამაზე იქნება? რატომ არის ეს პრობლემა, ვერ გავიგე. 

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ეკონომიკის ბლოკის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ

იტალიაში, კუნძულ სარდინიის შუაგულში მდებარე ერთ-ერთ მთიან დასახლებაში რაღაც ძალიან განსაკუთრებული ხდება. დაახლოებით 20…