მეკლდეურები: პანორამას გამო, ლეღვთახევში საცოც კედლამდე მისვლა შეუძლებელი გახდება
მეკლდეური ერეკლე მიქელაძე On.ge-სთან საუბარში ჰყვება, რომ ლეღვთახევში შესასვლელი, სადაც ნახევარ საუკუნეზე მეტია კლდეზე ვარჯიშობენ მცოცავები, შესაძლოა ჩაიკეტოს. ისინი ითხოვენ, რომ საჯარო სივრცეში ჩასასვლელი გაკეთდეს. მისი თქმით, ტერიტორია ყოველთვის საზოგადოებრივი სივრცე იყო და თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი იქ აქტიურად ისვენებდა:
"მას შემდეგ, რაც იქ ივანიშვილის ბიზნეს ცენტრი და ტელეკომპანია GDS აშენდა, რამდენჯერმე შეიცვალა ლოჯისტიკურად ჩვენი ადგილი. პანორამა თბილისის მშნებლობის დაწყების შემდეგ კი ტერიტორია ისე შემოიღობა, რომ ჩვენი საცოცი კლდეები იზოლირებულ ადგილად იქცა".
როგორც ერეკლე ამბობს, კლდე რომელსაც მცოცავები სავარჯიშოდ იყენებდნენ, დღეს პანორამა თბილისის ტერიტორიაში არ შედის, თუმცა მისივე თქმით, იქ მოხვედრა ფიზიკურად შეუძლებელია:
"სადაც პანორამასთვის მთა მოიჭრა, იქ დღეს სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ამჟამად ჩასვლა შესაძლებელია. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა პანორამას მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები არ შეუშვეს, მაგრამ ფაქტია, რომ მალე ჩვენც შეგვეზღუდება იქ შესვლის უფლება".
მეკლდეურები ფიქრობენ, რომ პროექტ პანორამას ტერიტორია კერძოა და იქ მშენებლობების დასრულების შემდეგ, მათ ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ:
"ერთადერთი გზა რჩება, რომ ოქროყანაში უნდა ავიდეთ, მდინარისკენ ჩავიდეთ და გავუყვეთ ხეობას ქვევით. ჩვენი კლდე კერძო საკუთრებაში არ არის, მაგრამ პანორამა ღობავს იქ მისასვლელ გზას და პროექტიდან გამომდინარე, ალყაშია მოქცეული. ახლა ვაპირებთ მერიას მოვთხოვოთ, რომ საჯარო სივრცე გაითვალისწინოს და რაიმე მისასვლელი გზა გააკეთონ ისე, რომ არ შეგვეზღუდოს საცოც კლდემდე მისვლა".
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მეკლდეურებს, შესაძლოა, კლდეზე ცოცვა და ვარჯიში შეეზღუდოთ. რამდენიმე თვის წინ, ჭიათურაში, კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც კაცხის მონასტერი მდებარეობს, სასულიერო პირებმა კლდეზე მცოცავებს ვარჯიში აუკრძალეს. მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო და ტერიტორია შემოიღობა. მეკლდეურები იძულებული გახდნენ, მოეშალათ საცოცი ინფრასტრუქტურა და დაეტოვებინათ სავარჯიშო ადგილი, სადაც ათწლეულების განმავლობაში ვარჯიშობდნენ.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა

კომენტარები