ანიტა რაჭველიშვილი

1 Jun. 2018, 18:32

ამ კაცს [ზაზა სარალიძეს] არ ძინავს, არ ჭამს და მოსვენება არ აქვს! ღამე იქ იყო, ვიყავი და ვუსმენდი, ახლაც იქაა! როგორ მინდა არსად არ მივფრინავდე ისევ და ჩემს ოჯახთან ერთად დავდგებოდი იქ სწორედ იმდენ ხანს,რამდენ ხანსაც თვითონ გადაწყვეტდა დადგომას!

ამ კაცის ტრაგედიას პოლიტიკურ ელფერს ნუ მისცემთ, ცდილობენ შეიძლება მის მართვას წინა მთავრობის ასევე მკვლელები, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ის ამის უფლებას არავის მისცემს!

გუშინ ერთი საათის მანძილზე მოსმენილი განცხადებებიდან პოლიტიკური არც ერთი არ იყო! მთავრობის წასვლას ითხოვენ კი, მაგრამ ვინ არ მოითხოვდა ისეთი კორუმპირებული და გულგრილი მთავრობის წასვლას, როგორც ამ წუთას ჰყავს ჩვენს სამშობლოს!

თითოეული მათგანი დამნაშავეა ზაზას და ბევრი სხვა ოჯახის გაუბედურებაში! უნდა გავერთიანდეთ და სიყვარულით სავსე გულებით, როგორც ეს საქართველოს შვილებს შეგვიძლია, გავუძღვეთ გზას მომავლისკენ! მომავლისკენ სადაც ეს ნაძირლები არ იარსებებენ და კი არ გაიქცევიან, როგორც წინა და იმის წინა მთავრობის კრიმინალებმა მოახერხეს, არამედ ციხეში ჩაჯდებიან და დაუსჯელობის სინდრომსაც ბოლოს მოვუღებთ!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი კუნძული ფორმით
  2. მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება
  3. ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
  4. 10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში
  5. კიმ კარდაშიანი 2016 წლის ძარცვის საქმეზე კომპენსაციად €1-ს მიიღებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს

ევროკავშირმა საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2026 წლის 18 სექტემბერს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან…