მნიშვნელოვანი აქცენტები სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების გამოსვლიდან
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ პაშინიანმა და გიორგი კვირიკაშვილმა ოფიციალური შეხვედრის შემდეგ მედიასთან ბრიფინგი გამართეს, სადაც ორი ქვეყნის წარსულსა და სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს.
პრემიერ მინისტრებმა განიხილეს ორი ქვეყნის ისტორიული, სავაჭრო-ეკონომიკური და საერთაშორისო ურთიერთობები. ასევე ისაუბრეს რეგიონში სიმშვიდისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
ისტორიული კონტექსტი
გოირგი კვირიკაშვილის განცხადებით, სიმბოლურია, რომ სომხეთის პრემიერის ვიზიტი იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ორივე ქვეყანამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილე იზეიმა.
"ორივე ქვეყნისთვის ეს ისტორიული მოვლენა სწორედ ჩვენს ქალაქში, თბილისში მოხდა...
ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, შესაძლებელი გახდა ნდობაზე დამყარებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ამ საკითხზე ისაუბრა პაშინიანმაც. მისი თქმით, ორ ქვეყანას აქვს პოლიტიკური, ისტორიული, კულტურული, ხალხთაშორისი კონტექსტი, რომელიც უნდა გაღრმავდეს.
"ნამდვილად, ეს დღესასწაულები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. სომხეთმა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება თბილისში გამოაცხადა და ეს ფაქტი თავისთავად გვიჩვენებს, რომ სომხურ-ქართული ურთიერთობები არის ძალიან ღრმა", - განაცხადა პაშინიანმა.
სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ დელეგაციებმა ისაუბრეს არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. ასევე, თანამშრომლობის განვითარების ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები და ა.შ.
კვირიკაშვილის თქმით, მიიღეს გადაწყვეტილება განახლდეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მუშაობა. პაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის გააქტიურების მეშვეობით, ორმხრივი ურთიერთობების მრავალ სფეროში კონკრეტული შედეგები იქნება.
საერთაშორისო და რეგიონალური ურთიერთობები
კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე.
"რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი საკითხია რეგიონის მდგრადობა. ჩვენ ბატონ პრემიერთან გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონული მდგრადობის, სიმშვიდის, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადა პაშინიანმა. მისი თქმით, სომხეთი და საქართველო, როგორც სუვერენული ქვეყნები, ვალდებული არიან, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.
პაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოს ურთიერთობების განვითარების ისეთი ფაზა აქვთ, როცა შესაძლებელია, დიდი სტიმული მისცენ ორმხრივ ურთიერთობებს.
"ჩვენი დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა ჩვენი მზაობის დასაფიქსირებლად, ძმობისა და მეგობრობის ურთიერთობების განსახილველად და ვფიქრობ, ამ ატმოსფეროს შეუძლია, სერიოზული განვითარება მოუტანოს ჩვენს ურთიერთობებს. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა და კონკრეტულად ბატონი პრემიერ-მინისტრი ამავე აზრისაა", - განაცხადა პაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ პაშინიანი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარლგბეში გიორგი კვირიკაშვილი და ნიკოლ პაშინიანი დაესწრებიან სომხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან მეასე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას, რომელიც თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართება.
საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტისას ნიკოლ პაშინიანი შეხვდება პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. ასევე, ეწვევა სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, სადაც ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას შეხვდება.
სომხეთის ახლადარჩეულმა პრემიერმა, ნიკოლ პაშინიანმა საქართველოში ჩამოსვლამდე განაცხადა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები გეოპოლიტიკურ გავლენებს არ უნდა ეფუძნებოდეს და კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან 23 აპრილს, 11-დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა. აქციების ორგანიზატორი და ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი პრემიერ-მინისტრად 8 მაისს აირჩიეს.
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები