26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისს 7 პრეზიდენტი და 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვია.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ეს არის უპრეცედენტო ფაქტი.

"ასეთი რამ საქართველოში ნამდვილად არასოდეს მომხდარა. ერთდროულად ასეთი ტიპის მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში არასოდეს ჩამოსულან. ამ კუთხით გამორჩეული იქნება 26 მაისი", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად იღებს.