გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 23 წლის გიორგი კეფაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ გაავრცელა.

On.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, რომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.