აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ახალი ბირთვული შეთანხმებისთვის ირანს მოთხოვნათა სია წარუდგინა
ფოტო: AP
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ იმ მოთხოვნების სია წარმოადგინა, რომელიც ირანთან ახალი ბირთვული შეთანხმების შემთხვევაში თეირანმა უნდა შეასრულოს. ის ასევე დაემუქრა ირანს, რომ ამერიკა ეკონომიკურად მკაცრ სანქციებს დაუწესებს, თუ თეირანი ქცევას არ შეცვლის.
12-პუნქტიანი მოთხოვნები პომპეომ ჰერითიჯის ფონდში წარადგინა. გამოსვლისას, მან თეირანისადმი ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგიაზე ისაუბრა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის შემდეგ.
ახალი შეთანხმებით, პომპეომ მოითხოვა, რომ ირანმა განუსაზღვრელი ვადით თქვას ბირთვულ იარაღზე უარი და მისცეს გაეროს დამკვირვებლებს წვდომა ქვეყნის ნებისმიერ ადგილზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანმა უნდა შეწყვიტოს ბალისტიკური რაკეტების გავრცელება და ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციის მცდელობები.
"თუ ირანი არ შეცვლის არჩეულ კურსს",- განაცხადა პომპეომ - "ამერიკა უპრეცენდენტო ეკონომიკურ ზეწოლას განახორციელებს".
"ეს იქნება ყველაზე მკაცრი სანქციები ისტორიაში", - თქვა პომპეომ. "ირანის რეჟიმი მთელ ახლო აღმოსავლეთში წლების მანძილზე იბრძვის. მას შემდეგ, რაც სანქციები ძალაში შევა, მას [ირანს] მოუწევს ეკონომიკის სიკვდილისგან გადარჩენისთვის იბრძოლოს“.
ტრამპის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ მისი წევრები განაახლებდნენ სანქციებს, რომლებიც 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შედეგად გაუქმდა. ირანის ბირთვულ შეთანხმებას ხელს ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი და ევროპული ქვეყნები აწერდნენ. ვაშინგტონმა ირანს, ასევე, დამატებითი სანქციები დაუწესა.
ევროპის ქვეყნები შეთანხმების გადარჩენის მიზნით, ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად წარმატებული იქნება მათი მცდელობა. ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა კვირას განაცხადა, რომ "ევროკავშირის პოლიტიკური ნება არ არის საკმარისი შეთანხმების შესანარჩუნებლად".
ევროპული ბიზნესების ნაწილი ამბობს, რომ ისინი გეგმავენ ამერიკის მოთხოვნების შესრულებას და ირანთან ვაჭრობას წყვეტენ. თუმცა სხვა ევროპულმა ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ისინი ამერიკის საწინააღმდეგო ნაბიჯებს გადადგამენ, რათა სანქციების ეფექტი შეასუსტონ.
საკუთარ გამოსვლაში პომპეომ აღნიშნა, რომ სანქციების განახლებასთან ერთად, ამერიკის ევროპელ მოკავშირეთა ნაწილს "ფინანსურ და ეკონომიკურ სირთულეებთან" გამკლავება მოუწევთ.
"ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ თქვენი წუხილი. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ მათ, ვინც ირანთან აკრძალულ საქმიანობას ეწევა, პასუხს მოვთხოვთ", - თქვა პომპეომ.
"ამერიკის სანქციების მრავალმხრივი ჩართულობა ირანზე ეფექტური ზეწოლის განხორციელებისთვის მთავარია", - ამბობს დემოკრატიის დაცვის ფონდის მკვლევარი, ბენჰამ ტალებლუ.
"დასავლეთს რამდენიმე ათწლეული დაჭირდა ერთიანი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის მისაღებად (ირანის ბირთვული შეთანხმება). დიდი დრო დასჭირდება ირანის პრობლემების რეალურ გადაჭრას", - ამბობს ტალებლუ.
პომპეოს მოთხოვნათა სია მრავალმხრივია და ის ასახავს ტრამპის ადმინისტრაციის დიდი ხნის კრიტიკას ირანის ბირთვული შეთანხმების მიმართ.
პომპეოს თქმით, ირანმა "დადასტურებულად უარი უნდა თქვას" ბირთვულ იარაღზე, "განუსაზღვრელი ვადით". მან უნდა შეწყვიტოს ურანის გამდიდრება და არ მიჰყოს ხელი პლუტონიუმის გადამუშავებას. მან უნდა მისცეს ატომური იარაღის საერთაშორისო სააგენტოს წვდომა ქვეყანაში ყველა პუნქტზე, უნდა შეწყვიტოს, ბალისტიკური რაკეტების გავრცელება და გაათავისუფლოს ყველა ამერიკის მოქალაქე, ასევე ამერიკის "პარტნიორების და მოკავშირეების მოქალაქეები".
პომპეომ ირანისგან ასევე მოითხოვა, ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაჯგუფებების დახმარებაზე უარის თქმა, მათ შორის ლიბანში ჰეზბოლას, პალესტინის ჰამასის, იემენში ჰუთის ამბოხებულების და ავღანეთში თალიბანის მხარდაჭერის შეწყვეტა.
თეირანს პომპეოს გამოსვლისთვის ჯერ არ უპასუხია. თუმცა მიმომხილველები ამბობენ, რომ ამერიკის მოთხოვნებს ირანი ნეგატიურად შეხვდება, რადგან მათი შესრულების შეთხვევაში ირანის რეგიონული როლი მთლიანად შეიცვლება.
"ყოველმხრივ ჩანს, რომ ეს სტრატეგია წარუმატებლობისთვის განკუთვნილი უფროა ვიდრე წარმატებისთვის. პომპეოს მოთხოვნები მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ არის გაწერილი", - ამბობს ტრიტა ფარსი, ირანულ-ამერიკული საბჭოს პრეზიდენტი.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები