რატომ გვესმის ზოგს "ლორელ" და ზოგსაც - "იანნი"?
ინტერნეტსივრცეში გავრცელებულმა პოსტმა საზოგადოება ორ ნაწილად გაჰყო. ალბათ, უკვე თქვენც შეხვდით აუდიოჩანაწერს, რომელზეც ზოგის აზრით სიტყვა "ლორელ" ისმის, ზოგის აზრით კი - "იანნი". ეს მოვლენა შავ-ლურჯი/ოქროსფერი კაბის დილემის მეორე სერიას ჰგავს.
ლინგვისტი რეიჩელ გუტმანი გვიხსნის, თუ რატომ გვესმის ზოგს "ლორელ" და ზოგს - "იანნი". საუბრისას ჩვენ გამოვცემთ ხმებს, რომლებიც შეგვიძლია აღვწეროთ ტალღის სიგრძითა და ჩვენი ვოკალური ტრაქტის ფორმით, რომელიც თავისმხრივ შეიცავს: ხორხს, ყელს, ვოკალურ ნაკეცებს, პირსა და ცხვირს. ლინგვისტებს შეუძლიათ ხმოვანი ტალღების შესწავლა, მათი დაშლა კომპონენტების სიხშირეების მიხედვით და მათი სპექტროგრამაზე გამოსახვა.
მაღალი სიხშირეები (5000 ჰერცამდე) ნაჩვენებია სპექტროგრამის ზედა ნაწილზე, ხოლო დაბალი სიხშირეები (0-მდე) - ქვედა ნაწილზე. შავ ნაწილებს ფორმანტებად მოიხსენიებენ, ისინი თქვენი ვოკალური ტრაქტის რეზონანსული სიხშირეებია და დამოკიდებულნი არიან თქვენი ვოკალური ტრაქტის ფორმასა და სიგრძეზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ სივრცე თქვენს ვოკალურ ნაკეცებსა და ცხვირ-პირს შორის გავლენას ახდენს გამოთქმულ ბგერებზე.
თქვენი ვოკალური ტრაქტის სიგრძე მხოლოდ ფიზიოლოგიაზეა დამოკიდებული. ფორმა კი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია ბგერის წარმოთქმისას ენა. პირში ენის გადაადგილებით და პირის გაღება-დახურვით თქვენ ცვლით ბგერას, რომელსაც გამოსცემთ და ფორმანტებს, რომლებსაც სპექტროგრამაზე ხედავთ.
ფონეტიკური მახასიათებლების შესწავლაში გუტმანს ბრაუნის უნივერსიტეტის ფონეტიკოსი ჩელსი სანკერი დაეხმარა. ჩელსიმ სპექტროგრამა შეისწავლა და მისი პირველი დასკვნა ასეთია: "ჩანაწერზე ცალსახად არც "ლორელია" ნათქვამი და არც "იანნი" ". სანკერის თქმით 'გაუგებრობა' ლ-სა და ი-ს შორის ალბათ იმითაა გამოწვეული, რომ მოსაუბრის ენა არ ეხება მისი სასის უკანა კედელს. ამერიკული ინგლისურის მოსაუბრეები ლ-ს თქმისას ასე ხშირად იქცევიან. შუა თანხმოვანი 'ნ' ნამდვილად არ არის და მხოლოდ იმიტომ შეიძლება გაიგონოთ, რომ მისი წინა ხმოვანი ცხვირისმიერადაა წარმოთქმული. მათ, ვისაც"ლორელ" ესმით, იმის გამო ესმით სიტყვის მეორე მარცვალში 'ლ', რომ 'ლ'-ც და "იანნი"-ს ბოლო ბგერაც წამღერებადია.
ამ დებატის ერთ-ერთი აღმოჩენაა, რომ ხმის ტონის შეცვლით იცვლება სიტყვა, რომელიც გვესმის.
რეალურად ძალიან ბევრმა რამემ შეიძლება მოახდინოს გავლენა იმაზე "ლორელ" გესმით, თუ "იანნი". მაგალითად იმან ყურსასმენებით უსმენთ ჩანაწერს, თუ - არა. ხალხი მიდრეკილია, რომ გაგონილი ბგერები მოარგონ რეალურ სიტყვებს, რომლებიც უკვე გაგონილი აქვთ. ზოგადი ლინგვისტური პერსპექტივა ამ საკითხთან დაკავშირებით ისაა, რომ ყველა მართალია! ამას უკეთ გაიაზრებთ, თუ ჩანაწერის ტონალობაშეცვლილ ვერსიებსაც მოუსმენთ. უბრალოდ ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ გაგონილი ხმოვანი ტალღები მოვარგოთ ჩვენთვის ნაცნობ სიტყვებს - ისევე, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში.
გაიგეთ მეტი:
-
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან ცუცქირიძე: ვერც ერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს ლევან ცუცქირიძე: ვერც ერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს
გადახედვა
-
"მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე "მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
"როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა "როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა
გადახედვა
-
საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა
-
ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება
გადახედვა
კომენტარები