361.537 გრამი ჰეროინის შეძენა-შენახვისათვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურის განცხადებით, ნარკოტიკული საშუალება ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.

ირანის მოქალაქე დამნაშავედ ცნეს და ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა გულისხმობს.