NDI-ის უახლესი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

გამოკითხულთა 29 პროცენტის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება. ასევე 29 პროცენტია იმ გამოკითხულების რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

NDI-მ 20 მარტი - 4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 2 194 ადამიანი შეარჩია (გამოპასუხება 46%). კვლევა პირისპირ ინტერვიუს სახით ჩატარდა და მისი ცდომილება 2,2 პროცენტია. კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა, საველე სამუშაოები კი CRRC-საქართველომ შეასრულა.