2018 წლის 28 და 29 აპრილს ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიზეზი პროფილაქტიკური სამუშაოები და დასუფთავებაა.

უწყებაში ამბობენ, რომ ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა, საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.