ბათუმში, ე.წ. მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელთან, ყოფილ ლეოგრანდთან ახლოს ხანძარია. ბათუმელების ინფორმაციით, კერძო საცხოვრებელი სახლები იწვის. სულ ოთხი სახლი დაიწვა. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო სამაშველო ბრიგადა. ისინი ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.