2017 წლის მარტში საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო, რაც ქართველებს საშუალებას გვაძლევს ევროპაში ყოველგვარი დამქანცველი ბიუროკრატიისა და ვიზების გარეშე ვიმოგზაუროთ. ამ პრივილეგიის ერთ-ერთი მთავარი პლუსი ისიც არის, რომ ევროპულ მუსიკალურ ფესტივალებზე წასასვლელად რამდენიმე თვით ადრე საბუთების მომზადება საჭირო აღარაა.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 მუსიკალურ ფესტივალს, რომელსაც ევროპაში შეგიძლიათ დაესწროთ. ამისათვის კი, სულ რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილება და ბილეთების შეძენაა საჭირო.

1. პოლონეთი, გდინია - Open'er Air 2018 (4 ივლისი - 7 ივლისი)

ფოტო: Open Air Gdynia

ჰედლაინერები

Arctic Monkeys, Depeche Mode, Gorillaz და Bruno Mars-ი.

ფესტივალის შესახებ

პოლონურმა Open'er Air-მა სახელი დიდი ხანია გაითქვა, რასაც მისი შარშანდელი ლაინ აფიც ადასტურებს. გასულ წელს, გდინიაში გამართული ფესტივალის ერთ-ერთი ჰედლაინერი ცნობილი ბრიტანული ჯგუფი Radiohead იყო.

Radiohead-ის სრული კონცერტი. გდინია, 2017 წ.

აღნიშნულ ფესტივალს წარსულში სტუმრობდნენ Alt-J, Chet Faker, Tom odell, The Prodigy და სხვ.

ბილეთის ფასი

ფესტივალი პოლონეთის ქალაქ გდინიაში გაიმართება. ფესტივალის 4-დღიანი აბონემენტი 160 ევრო ღირს (659 PLN), ხოლო მხოლოდ ერთი დღეზე დასასწრები ბილეთის ფასი 60 ევროდან (259 PLN) იწყება.

არტისტების სრული სიის სანახავად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ფესტივალის ოფიციალურ საიტს.

2. სერბეთი, ნოვი სად - Exit Music Festival 2018 (12-15 ივლისი)

ფოტო: Exit Music Festival 2018

ჰედლაინერები

2018 წლის ზაფხულში მაყურებლის წინაშე წარდგებიან: David Guetta, Fever Day, LP, SOLOMUN, Boris Brejcha, Nina Kraviz და სხვ.

ფესტივალის შესახებ

Exit Festival 12-დან 15 ივლისის ჩათვლით ტარდება და ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სამდღიანი მუსიკალური ფესტივალია.

ბილეთის ფასი

ამ არტისტების მოსასმენად სერბეთში, ნოვი სადში უნდა ჩახვიდეთ. პრომო ბილეთი £98 ფუნტ-სტერლინგი ღირს, ხოლო VIP GOLD - £242.

ბილეთების შეძენა ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ.

3. საფრანგეთი, პარიზი - Lollapalooza Paris 2017 (21-22 ივლისი)

ფოტო: Lollapalooza Paris

ჰედლაინერები

Depeche Mode, Travis Scott, Kasabian, Diplo Bastille, Paul Kalkbrenner, Gorillaz, Tom Walker, The Killers და სხვ.

ფესტივალის შესახებ

2017 წლის ზაფხულში პარიზში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალი ჩატარდება. Lollapalooza Paris 2018 ორდღიანი იქნება და ის 21-22 ივლისს გაიმართება.

ამავე ფესტივალზე შარშან ისეთი ცნობილი მუსიკოსები უკრავდნენ, როგორიცაა RED HOT CHILI PEPPERS, Imagine Dragons, Lana Del Rey, Alt-j, Oscar and the wolf, Cinamon, The Roots, Dj Snake, Milky Chance და სხვ.

ბილეთის ფასი

სხვა ფესტივალების მსგავსად, Lollapalooza Paris 2017-ზე დასასწრები ბილეთების ფასები ერთმანეთისგან განსხვავდება. სტანდარტული ორდღიანი აბონემენტი 149 ევრო ღირს, ხოლო VIP ბილეთის ფასი 450 ევროს აღწევს.

ბილეთების შესაძენად ესტუმრეთ ფესტივალის ოფიციალურ საიტს.

4. გერმანია, ნოიშტად გლევე - Airbeat One 2017 (11-15 ივლისი)

ფოტო: AirBeat One 2018

ჰედლაინერები

AFROJACK, ARMIN VAN BUUREN, DIMITRI VEGAS & LIKE MIKE, DJ SNAKE, HARDWELL, MARSHMELLO, STEVE ANGELLO, STEVE AOKI, TIESTO, ALAN WALKER, LOST FREQUENCIES და სხვ.

ფესტივალის შესახებ

ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის გერმანიაში ნამდვილი სამოთხეა. Airbeat One 2018 ზაფხულში, 11-დან 15 ივლისამდე ცნობილ მუსიკოსებს უმასპინძლებს.

Airbeat One-ის ისტორიაში ეს იქნება მეჩვიდმეტე ფესტივალი. ამ დროის განმავლობაში, ფესიტვალმა უკვე მოასწრო სახელის მოხვეჭა და უამრავი ერთგული სტუმრის შეძენა.

ვიდეოში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, როგორი იყო 2017 წლის ფესტივალი და დაფიქრდეთ, იქნებ ეს სწორედ ისაა, რაც ზაფხულში გჭირდებათ?

ბილეთის ფასი

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების ფასი განსხვავდება დღეებისა და სერვისის მიხედვით. მაგალითად, VIP ბილეთი, რომელიც 3-დღიან აბონემენტსა და სხვა პრივილეგიებს მოიცავს, 200 ევრო ღირს.

სრული Line-up-ის ნახვა და ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე.

5. დანია, როსკილდი - Roskilde Festival 2017 (30 ივნისი - 7 ივლისი)

ჰედლაინერები

EMINEM, BRUNO MARS, GORILLAZ, NICK CAVE & THE BAD SEEDS, MASSIVE ATTACK და სხვ.

ფესტივალის შესახებ

ჩვენ უკვე დავწერეთ სტატია, თუ რატომ უნდა იმოგზაუროთ დანიაში, თუმცა ახლა კიდევ ერთ მიზეზს გაგიმხელთ. დანიის ერთ-ერთ ქალაქში, როსკილდში, 24 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ჩრდილოეთ ევროპაში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება. Roskilde Festival 2017 სხვადასხვა მუსიკალური გემოვნების მქონე ადამიანებს თანაბარ სიამოვნებას ჰპირდება.

Roskilde Festival 1971 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. 2018 წლის ფესტივალი 8 დღიანი იქნება და სრული აბონემენტის ყიდვა 280 ევრო დაგიჯდებათ. ფესტივალის ტერიტორიაზე მოწყობილი იქნება Camping სივრცე, სადაც კარვების ქირაობაც შეგიძლიათ.

ბილეთის ფასი

მოწვეული მუსიკოსების სრული სია და ბილეთების ფასები შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ოფიციალურ საიტზე.

6. ბუმი, ბელგია - Tomorrowland 2018 (20, 21, 22 და 27, 28, 29 ივლისი)

ჰედლაინერები

Alan Walker, Don Diablo, Tiësto, Afrojack, Armin van Buuren, Dimitri Vegas & Like Mike, Martin Garrix, Kollektiv Turmstrasse, Solomun, Infected Mushroom, Duke Dumont და სხვ.

ფესტივალის შესახებ

მიმდინარე წლის ზაფხულში ბელგიაში გაიმართება ყოველწლიური გრანდიოზული მუსიკალური ფესტივალი. ვფიქრობ, Tomorrowland-ს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ამ ფესტივალზე მოხვედრა ნებისმიერი მუსიკოსისთვის საოცნებოა და შესაბამისად ძალიან რთულიც.

წელს ფესტივალი ორ ნაწილად ჩატარდება. პირველი ნაწილი 20, 21, 22 ივლისს აიღებს სტარტს, ხოლო მეორე ნაწილი 27, 28 და 29 ივლისს.

ბილეთის ფასი

მუსიკოსთა სრული სიის სანახავად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდს.

7. ბარსელონა, ესპანეთი - Primavera Sound 2018 (30 მაისი - 3 ივნისი)

ჰედლაინერები

Arctic Monkeys, BJork, Lorde, Nick Cave and The Bad Seeds, The National, Mogwai, Cigarettes after Sex, A$AP Rocky და სხვ.

ფესტივალის შესახებ

Primavera Sound მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკალური ფესტივალია, რომელიც ორ ქალაქში, ბარსელონასა და პორტოში ტარდება. აქ უამრავი მიმდინარეობის წარომადგენელი იყრის თავს და თავის მსმენელს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. გასულ წლებში ამ ფესტივალს Air, Radiohead, Sigur Ros, Moderat და სხვა ვარსკვლავები სტუმრობდნენ.

2018 წელსაც აღნიშნული ფესტივალი ორ ლოკაციაზე ჩატარდება. ერთ-ერთი ტრადიციულად ბარსელონა იქნება, მეორე კი პორტო.

ბილეთის ფასი

ბილეთებს ორივე ლოკაციაზე სხვადასხვა ფასები ექნებათ. ბარსელონაში მთლიანი ფესტივალის აბონემენტი €215 ევრო ღირს. რაც შეეხება პორტოს, ფესტივალის ბილეთები €125 ევრო ღირს, თუმცა მალე გაძვირდება და €145 ევრო ეღირება.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

8. მადრიდი, ესპანეთი - Mad Cool Festival 2018 (12-14 ივლისი)

ჰედლაინერები

Pearl Jam, TAME IMPALA, KASABIAN, JUSTICE, MGMT, ARCTIC MONKEYS, JACK WHITE, Massive Attack, FRANZ FERDINAND, SNOW PATROL, ALICE IN CHAINS, Depeche Mode, Queens of the Stone Age, DUA LIPA, RAG'N'BONE MAN და სხვ.

ფესტივალის შესახებ

Mad Cool ფესტივალი მთელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური დღესასწაულია, რომელსაც ადამიანები მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან სტუმრობენ. 2018 წელს ფესტივალი 12, 13 და 14 ივლისს გაიმართება.

ბილეთის ფასი

ფესტივალზე დასასწრები ბილეთების ფასი €85 ევროდან იწყება. შესაძლებელია როგორც ერთი დღის, ისე სამდღიანი აბონემენტის შეძენა.

ბილეთების შესაძენად და მუსიკოსების სრული სიის სანახავად ეწვიეთ ფესტივალის ოფიციალურ საიტს.

9. ბელგია, ვერხტერი - Rock Werchter 2018 (5-8 ივლისი)

ჰედლაინერები

2018 წელს ფესტივალზე მოწვეული მუსიკოსები იქნებიან: Pearl Jam, Jack White, Arctic Monkeys, Gorillaz, Nine Inch Nails, Nick Cave, Queens of the Stone Age, The Killers, David Byrne, Noel Gallagher და სხვ.

ფესტივალის შესახებ

Rock Werchter მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფესტივალია, რომელიც ყოველწელს 88 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს. ფესტივალი 1976 წლიდან მოყოლებული ტარდება და მას საუკეთესო ფესტივალის წოდება არაერთხელ აქვს მინიჭებული.

ბილეთის ფასი

ფესტივალის ოთხდრიანი აბონემენტი 238 ევრო ღირს და მისი შეძენა ფესტივალის ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ.

10. ბიდინგჰუიცენი, ჰოლანდია - Lowlands Festival 2018 (17, 18, 19 აგვისტო)

ჰედლაინერები

Gorillaz, Kendrick Lamar, N.E.R.D, The war on Drugs, Dua Lipa, James Bay და სხვ.

ფესტივალის შესახებ

Lowland ფესტივალი თავისი არსებობის ოცდამეექვსე წელს აღნიშნავს. ეს ფესტივალი ცნობილია არამხოლოდ მუსიკით, არამედ სხვა გასართობებითაც. აქ ხშირად ეწყობა კინოჩვენებები და სხვა სანახაობები. ფესტივალზე მოქმედებს საკუთარი ნარკოპოლიტიკა, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალია ყოველგვარი დოგმებისგან. აღნიშნულ ფესტივალს ყოველწლიურად დაახლოებით 55 ათასი ადამიანი ესწრება.

ბილეთის ფასი

ფესტივალზე დასასწრები ბილეთების ფასი 185 ევროდან იწყება და მისი შეძენა ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ.

სტატიები, რომლებიც მოგზაურობამდე უნდა წაიკითხოთ: