თენგიზ ჩარკვიანი: შესაძლოა ჩემს შვილს რაიმე დოკუმენტზე მოტყუებით მოაწერინეს ხელი
ფოტო: კადრი იმედის ვიდეოდან
ცენტრ პოინტ აჭარის გაყიდვების მენეჯერის, სალომე ჩარკვიანის მამა, თენგიზ ჩარკვიანი ამბობს, რომ შესაძლოა მის შვილს ცენტრ პოინტის მაღალი თანამდებობის პირებმა მოტყუებით მოაწერინეს რაიმე დოკუმენტზე ხელი. ამასთან ის აცხადებს, რომ მის შვილს კომპანიის ფინანსებთან შეხება არ ჰქონია, საქმეს პოლიტიკური სარჩული არ აქვს, ხოლო სალომე ჩარკვიანი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს:
"დღევანდელ დღეს, როდესაც წერტილოვან დარტყმებს აყენებენ 10 ათას კილომეტრზე, ეძებენ რჩეულიშვილის შვილს და ვერ იპოვეს თბილისში, ყოჩაღ მაშინ საქართველოს მართლმსაჯულებას. თუ მაგის შესაძლებლობა არ აქვს, რომ თბილისში სახლში იპოვონ კაცი. მე განცვიფრებული ვარ".
ჩარკვიანი აცხადებს, რომ ცენტრ პოინტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები დადგმული სცენარით ვითარდება, თუმცა მისთვის გაუგებარია, სამართალდამცავ ორგანოებს ყოველივე ზემოაღნიშნულით რისი მიღწევა სურთ.
ჩარკვიანის ოჯახის ახლობელი, თაზო გამცემლიძე კი ოჯახის განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ სალომე ჩარკვიანი იყო აჭარის მაგნოლიის დირექტორი, მას კომპანიის სხვა მშენებლობებთან კავშირი არ ჰქონია და მოქმედებდა ცენტრ პოინტის დამფუძნებლების მითითებით:
"შედეგად შპს მაგნოლიის გარკვეულ დოკუმენტებზე ხელი მოაწერეს და გამოიტანეს ფულადი თანხები. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს თანხები მოიხმარეს დამფუძნებლებმა, მათი შეხედულებისამებრ ისე, რომ სალომე არ იყო საქმის კურსში, სად და როგორ იხარჯებოდა ეს თანხები".
გარდა ამისა, დაკავებულმა სალომე ჩარკვიანმა რჩეულიშვილებს წერილიც გაუგზავნა, რომლითაც სთხოვს მათ, სასწრაფოდ მიიღონ ყველა ზომა იმისთვის, რომ ის ციხიდან გამუშვან:
"მაია, ნიკა, დარსო, ძალიან დიდ გაუგებრობაში მოვყევი. კარგად იცით, რომ არანაირი წვლილი არ მიმიძღვის არც ფინანსურ და არც რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილებებში და ვიყავი მხოლოდ ფორმალურად ამ პოზიციაზე. ასევე გაუგებარია, რატომ ვიყავი გაფორმებული ამ პოზიციაზე 2006 წლის ჩათვლით, ვინაიდან კარგად მახსოვს, რომ ბევრად ადრე მაქვს განცხადებები დაწერილი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ფაქსიმილიით და მინდობილობით ვინმე ბოროტად ისარგებლებდა და ამ მდგომარეობამდე მიმიყვანდა".
სალომე ჩარკვიანი და ცენტრ პოინტის ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი 10 ივლისს დააკავეს. გარდა ამისა, პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა ცენტრ პოინტის დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილისა და მისი შვილის, გუკა რჩეულიშვილის წინააღმდეგ დაიწყო. თუმცა, გუკა რჩეულიშვილი საგამოძიებო უწყებაში ამ დრომდე არ გამოჩენილა, მასზე ძებნაა გამოცხადებული. მაია რჩეულიშვილის დაპატიმრების მოთხოვნა კი სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
სასამართლო ცენტრ პოინტის დამფუძნებლებს ჯგუფურად სხვისი ქონების გაფლანგვას ედავება, საქმე ათეულობით მილიონ ლარს ეხება.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები