რა ზომებს მიიღებს ფეისბუქი ვითარების განსამუხტად - ცუკერბერგი განცხადებას ავრცელებს
ფოტო: Getty Images
ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი კომპანია კებრიჯ ანალიტიკის სკანდალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ის გადადგმულ ნაბიჯებსა და პრობლემის აღმოფხვრის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
"ჩვენ გვაკისრია თქვენი პირადი მონაცემების დაცვის პასუხისმგებლობა, თუ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, მაშინ არ ვართ ღირსი, რომ გემსახუროთ. მინდოდა, ზუსტად დამედგინა, რა მოხდა და დავრწმუნებულიყავი, რომ საფრთხე ჩავლილია. კარგი ამბავი ისაა, რომ წლების წინ მივიღეთ ზომები იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ განმეორებულიყო, თუმცა დავუშვით შეცდომებიც და კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი"
ცუკერბერგი ამბობს, რომ 2007 წელს, ფეისბუქის გაშვებისას, დამფუძნებლები იაზრებდნენ, რომ პლატფორმა სოციალური იქნებოდა. კერძოდ, კალენდარს უნდა ეჩვენებინა მეგობრების დაბადების დღეები, რუკას - მათი საცხოვრებელი ადგილები, და ასე შემდეგ. მისი თქმით, სწორედ ამიტომ მიეცათ მომხმარებლებს საშუალება, Facebook-ისთვის საკუთარი მეგობრების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ.
ცუკერბერგი ქრონოლოგიურად მიუყვება მოვლენებს:
"2013 წელს, კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ალექსანდრ კოგანმა შექმნა ქვიზი, რომელიც 300 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოიყენა. მომხმარებლებმა ქვიზს უფლება მისცეს, მათი მეგობრების შესახებაც შეეგროვებინა მონაცემები. იმის გათვალისწინებით, როგორ მუშაობდა მაშინ ჩვენი პლატფორმა, კოგანმა ათობით მილიონი ადამიანის პერსონალური ინფორმაცია მოიპოვა.
2014 წელს ჩვენ პოლიტიკა გავამკაცრეთ და გამოვაცხადეთ, რომ მკაცრად გავაკონტროლებდით რა მონაცემებზე ექნებოდათ წვდომა აპლიკაციებს. აპლიკაციები ვეღარ გამოითხოვდნენ ინფორმაციას მომხმარებლის მეგობრების შესახებ, თუკი მეგობრები თავად არ დაეთანხმებოდნენ ამ პირობებს. დღესდღეობით კოგანის ქვიზი ეფექტურად ვეღარ იმუშავებდა",
ცუკერბერგის თქმით, მან 2015 წელს გარდიანის ჟურნალისტებისგან შეიტყო, რომ კემბრიჯ ანალიტიკა მომხმარებელთა მონაცემებს ამუშავებდა და ოფიციალურად მოსთხოვა კომპანიას ინფორმაციის წაშლა. კემბრიჯ ანალიტიკამ წაშლის დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინა. ბიზნესმენი ირწმუნება, რომ მას მხოლოდ გასულ კვირას აცნობეს, რომ შესაძლოა კემბრიჯ ანალიტიკამ იცრუა.
კომპანიას მაშინვე აეკრძალა Facebook სერვისებით სარგებლობა, თუმცა ამით პრობლემა არ მოგვარებულა.
სამ მხარეს შორის (კოგანი, კემბრიჯ ანალიტიკა და ფეისბუქი) მწვავე დაპირისპირება წარმოიშვა. ამ დავამ კი არა მხოლოდ ჩართულ მხარეებს შორის გააფუჭა ურთიერთობა, არამედ ფეისბუქსა და მის მომხმარებლებს შორისაც.
"ადამიანებს მოლოდინი აქვთ, რომ ჩვენ მათ მონაცემებს დავიცავთ. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა გამოსწორდეს", - ამბობს Facebook-ის დამფუძნებელი.
განცხადებაში აღნიშნულია ის ნაბიჯებიც, რომელთა გადადგმასაც პლატფორმა უახლოეს მომავალში აპირებს.
- პირველ რიგში, გადამოწმდება ყველა აპლიკაცია, რომელსაც დიდი რაოდენობით ინფორმაციასთან აქვს საქმე და ყველა ასეთი აპლიკაცია აუდიტს გაივლის. ფეისბუქს შეეძლება, ბანი დაადოს ნებისმიერ დეველოპერს, რომელიც პლატფორმას აუდიტის ჩატარების საშუალებას არ მისცემს. წესების დამრღვევ დეველოპერებს საქმიანობა აეკრძალებათ, მათი აპლიკაციებით "დაზარალებულ" მომხმარებელს კი შეტყობინება მიუვათ. ეს ეხება იმ ადამიანებსაც, რომლებიც კოგანის არაკეთილსინდისიერი ჩანაფიქრის მსხვერპლნი გახდნენ.
- კიდევ უფრო გამკაცრდება დეველოპერების წვდომა პერსონალურ მონაცემებზე. თუ მომხმარებელს ბოლო 3 თვის განმავლობაში აპლიკაცია არ გამოუყენებია, მის შემქმნელებს პირად ინფორმაციასთან წვდომა შეეზღუდებათ. პერსონალურ მონაცემების მოსათხოვად, დეველოპერებს სპეციალურ კონტრაქტზე ხელის მოწერა მოუწევთ. ცვლილებები რამდენიმე დღეში ამოქმედდება.
- მომავალ თვეში ნიუსფიდში, გამოსაჩენ ადგილას გამოჩნდება მარტივი ხელსაწყო იმისთვის, რომ სხვადასხვა აპლიკაციისთვის მიცემულ უფლებებს გადახედოთ და სურვილსამებრ შეცვალოთ ისინი. ამჟამად ამის გაკეთება პარამეტრებიდან შეიძლება, თუმცა პოსტების ველში მოთავსება, წესით, საქმეს კიდევ უფრო გაგიადვილებთ.
"მე შევქმენი ფეისბუქი და, საბოლოოდ, მაინც მე ვარ პასუხისმგებელი მის მომავალზე. მზად ვარ, მომხმარებლების დასაცავად ყველა ზომა მივიღო. მართალია, მსგავსი შემთხვევა მომავალში ვეღარ განმეორდება, მაგრამ ეს წარსულს არ ცვლის. ჩვენ უკვე ვისწავლეთ, რა არის საჭირო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მზად ვართ, ყველა ნაბიჯი გადავდგათ ამისთვის.
მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი მისიის გჯერათ და გვეხმარებით Facebook-ის შენებაში. ვიცი, რომ ამ საკითხების მოგვარებას უფრო დიდი ხანი დასჭირდება, ვიდრე ჩვენ გვინდა, მაგრამ გპირდებით, რომ ამ სირთულეებსაც გადავლახავთ და უკეთეს მომსახურებას შემოგთავაზებთ", - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე თემაზე:
-
ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან
გადახედვა
-
იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის
გადახედვა
-
ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს
გადახედვა
-
საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ? ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
კომენტარები