თბილისში, 15 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ორი პირი დააკავეს. მათ ბრალად დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა ედებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორივე ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. მათგან 1980 წელს დაბადებული პირი კი წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია.

"ბრალდებულები ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ცდილობდნენ. ასევე დადგინდა, რომ დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ ე.წ. კანონიერ ქურდებთან და მათი დავალებით მოქმედებდნენ", - ვკითხულობთ შსს-ს გაცხადებაში.

მათი ბრალდება 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაკავებულები არმაზ გრიგორიანი, იგივე "მაისა" და მისი ძმა - გრიგორ გრიგორიანი არიან.

ძმებს ბრალს ოფიციალურად 16 მარტს წაუყენებენ, რის შემდეგადაც სასამართლო მათთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხს გადაწყვეტს.