ჩამონგრეულ მეტროზე ინფორმაციის არგაცემის გამო On.ge სატრანსპორტო კომპანიას უჩივის

ფოტო: თბილისის მერია
იანვარში ჩამონგრეულ მეტროსადგურ ვარკეთილზე ინფორმაციის არმიწოდების გამო On.ge-მ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას სასამართლოში უჩივლა. On.ge-ს სამართლებრივ დახმარებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უწევს.
On.ge თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან ვარკეთილისა და ახმეტელის მეტროსადგურებში ჩატარებულ რემონტზე ექსპერტულ დასკვნებს ითხოვდა. ამ დასკვნებში უნდა იყოს ასახული რა ღირებულების მოცულობითი სამუშაოები შეასრულეს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა და რამდენად სწორად გადაიხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ თანხა.
კომპანიამ 9 თებერვალს მიწერილ წერილზე პასუხი 26 თებერვლით დათარიღებული წერილით გასცა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიაჩნია, რომ "მოთხოვნილი დოკუმენტაცია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და შესაბამისად, კომპანია არ მიიჩნევს მიზანშეწონილად გადმოგცეთ აღნიშნული დოკუმენტაცია."
ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის გამო 30 იანვარს, 14 ადამიანი დაშავდა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები