ზოიძე ნარკოპოლიტიკის რეფორმის გადადებაზე: დეპუტატების მხარდაჭერის გარეშე განხილვას აზრი არ აქვს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ნარკოპოლიტიკის რეფორმის გადადების შესახებ საუბრისას ამბობს, რომ დეპუტატების მხარდაჭერის გარეშე განხილვას აზრი არ აქვს. კანონპროექტის განხილვის ორი თვით გადადებასთან დაკავშირებით დეპუტატი On.ge-ს ესაუბრა.
დეპუტატის თქმით, უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა რამდენიმე კომპლექსურ საკითხზეა. მათ შორის, მოხმარების დოზების განსაზღვრაზე, საპატიმრო სასჯელის გაუქმებასა და ნარკოტიკების მოხმარების წახალისების პრევენციაზე.
"გვჭირდება დრო, რომ შევჯერდეთ. პრინციპებზე ყველა ვთანხმდებით, რომ პრევენცია ნარკოპოლიტიკის ქვაკუთხედი უნდა იყოს. საკანონმდებლო კუთხით გამსაღებლის მიმართ მკაცრი დამოკიდებულება უნდა იყოს და მომხმარებლის მიმართ ზრუნვა დასჯის ნაცვლად", - აცხადებს აკაკი ზოიძე.
მისი თქმით, საკითხები, რომელზეც უმრავლესობა შეჯერებას ვერ ახერხებს, სხვა ქვეყნის პარლამენტებშიც ყოფილა განხილვის საგანი და ეს ლოგიკური პროცესია. დეპუტატი აღნიშნავს, რომ კანონით მოხმარება არ უნდა წახალისდეს და ამავდროულად, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული ზიანი უნდა შემცირდეს.
"აზრი არ აქვს ნარკოპოლიტიკის რეფორმის განხილვას თუ არ არის შეჯერებული და წინასწარ მხარდაჭერილი როგორც პარლამენტის, ისე მთავრობის მიერ. ჩვენი გეგმა, სურვილი და ამოცანაა კანონი საზაფხულო სესიაზე მივიღოთ და ეს არ ნიშნავს, რომ გარანტირებულად მივიღებთ", - განუცხადა On.ge-ს აკაკი ზოიძემ.
თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტის ბექა წიქარიშვილის თქმით, განხილვის გადადება ნიშნავს იმას, რომ პარლამენტს კანონპროექტის არსებული ფორმით მიღება არ სურს. On.ge-სთან საუბრისას მან პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილი დაპირება გაიხსენა, რომლის მიხედვითაც კანონპროექტს შემოდგომის სესიაზე მიიღებდნენ.
5 მარტს ნარკოპოლიტიკის რეფორმის განხილვა პარლამენტში ისევ გადაიდო, ამჯერად ორი თვით. გადაწყვეტილება დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
გაიგეთ მეტი: დეკრიმინალიზაციის მოლოდინში
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
კომენტარები