მშვიდობა ომზე მეტია - აქცია ოკუპაციის წინააღმდეგ
თბილისში, თავისუფლების მოედანზე სამოქალაქო ინიციატივით აქცია მშვიდოა ომზე მეტია გაიმართა.
ორგანიზატორების განცხადებით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს.
"ეს არის რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მომართული აქცია. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ხალხს დავანახოთ, რეალურად ეს პრობლემა გვაწუხებს და დღევანდელი მშვიდობა მშვიდობა არ არის. დღეს მშვიდობა არ გვაქვს, ეს რუსეთის ნიღბად გამოცხადებული მშვიდობაა", - განაცხადა On.ge-სთან ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ელენე ხეჩუაშვილმა.
აქციას ორგანიზაცებას სამოქალაქო ინიციატივა უწევს და ის არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ასოცირდება.
აქციაზე მოქალაქეებმა ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს. სოლიდარობის მიზნით 100-ზე მეტი კერძო კომპანია ორი საათით დაიხურა.
აქციაზე მოხალისეებმა ფლეშმობი მოაწყვეს და არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის და ოკუპაციის გასაპროტესტებლად სანათები აანთეს. პარალელურად აქცია საქართველოს 12 ქალაქში მიმდინარეობდა.
კომენტარები