ამირან-ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ზაზა ბაქრაძე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, 2013 წლიდან წითელი ცირკულარით ძებნილი ბაქრაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

"2004 წელს ზაზა ბაქრაძემ სხვა პირებთან ერთად დანაშაულის ჩადენის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა შემთხვევის ადგილზე მიიტანა."

2004 წელს ზაზა ბაქრაძე თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი იყო.

ზაზა ბაქრაძეს 2013 წლის 7 თებერვალს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რის საფუძველზეც, მასზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა.