ადამ ლევინისა და ბეჰატი პრინსლუს ოჯახში მატებაა. ვიქტორია სეკრეტის მოდელმა სულ რამდენიმე საათის წინ გოგო გააჩინა, რომელსაც ჯეო გრეისი დაარქვეს.

ადამს და ბეჰატს უკვე ჰყავთ ერთი წლის გოგო დასტი როუზი.

მომღერალი ნამიბიელ მოდელზე 2014 წელს დაქორწინდა.