მაქს ფრიშის Homo Faber - ადამიანი ემოციების გარეშე
კითხვას, თუ რა არის ადამიანი? ფილოსოფოსები სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვაგვად პასუხობდნენ: Homo Sapiens, Homo Faber, Homo Ludens, Homo Tatus, Homo Sapiens Cyberneticus...
Homo Faber, იგივე მწარმოებელი ადამიანი, თანამედროვეობის შვილია, რომელმაც გარკვეულწილად შეითვისა ღმერთის ფუნქცია: ენუგეშებინა ადამიანები და მიეცა მათთვის ის, რაც არსებობისთვის სჭირდებოდათ.
როგორც არ უნდა განვითარდეს სამყარო, მისი ყოველი გამოგონება რაღაცის გაიოლებისკენაა მიმართული, ამ (აზრიან თუ უაზრო) ფუსფუსში იშვიათად გვხვდებიან ადამიანები, რომლებსაც რთული ემოციების დეკონსტრუქციისთვის დრო ან სურვილი აქვთ.
მაქს ფრიშის რომანის Homo Faber-ის მთავარი პერსონაჟი ვალტერი Homo Faber-ია ანუ მწარმოებელი ადამიანია. მისი სახით ნაჩვენებია ტექნიკური რევოლუციის ეპოქაში ტექნოკრატიული მსოფლმხედველობით გაჟღენთილი და მის საფუძველზე გაუცხოებული ადამიანის კრიზისული მდგომარეობა.
ვოლტერ ფაბერი ინჟინერია, მისთვის ტექნიკა და ტექნიკის მონაპოვარი გამხდარა ცხოვრების მთავარი მიზანი. „პირველყოფილი საზოგადეობა სიკვდილის დაძლევას ცდილობდა, როცა ადამიანის სხეულს აქანდაკებდა, ჩვენ კი იმით ვებრძვით სიკვდილს, რომ ადამიანის შემცვლელებს ვქმნით. ტექნიკა მისტიკის ნაცვლად!“
ფოტო: Kamen Kamenov / Behance
ვოლტერი უარყოფს მისტიკას და უარყოფს ბედისწერასაც. ის რაციონალისტია და მისი გონებისთვის გაუგებარია ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება რაციონალურ პრინციპებს.
ჰანა (ფაბერის საყვარელი/მეგობარი ქალი) კი ხელოვნებათმცოდნეა. ვოლტერი იმ ცხოვრებით ცხოვრობს, რომელიც ეპოქამ მოიტანა და მისთვის მთავარია ყოველდღიური ცხოვრება, მისგან განსხვავებით, ჰანასთვის არსებობა მეტია, ვიდრე ის რაც "აქ" და "ახლა" ხდება. ვოლტერისთვის ხელოვნება ზედმეტია, მისთვის საკმარისია ისეთი ცხოვრება, რომლის მოთხოვნებსაც ტექნიკის მონაპოვარი აკმაყოფილებს, ჰანას კი ხელოვნების გარეშე ცხოვრება აზრს მოკლებულად მიაჩნია.
ვოლტერის და ჰანას დაშორებას ემოციურად არ უმოქმედია, რადგან მათ შორის კავშირი არც ყოფილა, ვოლტერის არსება გაჟღენთილია ტექნოკრატიული მსოფლმხედველობით და მასში მომხმარებლის მიდგომებს დაუსადგურებია, დაცლილია ადმიანური გრძნობებისაგან და ამ დაშორებას დიდად არც თვითონ განიცდის.
სახეზე გვაქვს დაპირისპირება სამყაროს მეცნიერულ ხედვასა და ხელოვანის პოზიციიდან ხედვას შორის. ორივე ხედვაში არსებითი მომენტია ადამიანის მიმართება სამყაროსთან. ორივე სულიერი კულტურის ფორმას წარმოადგენს. როგორც მეცნიერების, ასევე ხელოვნების საგანი არის სინამდვილე. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ საგანი ერთი აქვთ, განსხვავება საგნის სტრუქტურაშია. მეცნიერება ობიექტური ჭეშმარიტების თვალსაზრისით მუშაობს. ხელოვნება კი პირიქით, ქმნის სუბიექტური ღირებულებების მიხედვით და მისი სინამდვილე სრულიად შეუდარებელია ჩვეულებრივ სინამდვილესთან. ხელოვანი ცდილობს, დაგვანახოს სინამდვილე ისე, როგორც თავად ხედავს, მეცნიერი, კი ცდილობს სინამდვილე ისე შეიმეცნოს, როგორც ის არსებობს თავისთავად, სუბიექტური მხედველობისგან დამოუკიდებლად...
ვოლტერ ფაბერი იცვლება, მას მერე, რაც პირველად შეუყვარდება სხვა ადამიანი. სიყვარული ხდება მიზეზი მისი გარდაქმნის დაწყების, ზაბეტის დაღუპვის მერე მისი გარდაქმნის პროცესი მეტად ინტენსიურ სახეს იღებს. იცვლება მისი დამოკიდებულება ადამიანებთან, ცხოვრებასთან მიმართებით. ვოლტერი განწირულია, თუმცა მანამდე კათარზისია საჭირო და კაცი, რომელიც ადამიანებს ერიდებოდა, თავად მიილტვის ხალხისაკენ.
ასე რომ, ფაბერის ფრაზას, "ეს ჩვენ ვართ ტექნიკის საუკუნის შემოქმედნი და პირიქით, მისივე შექმნილნი" - ცხოვრება მკაცრ პასუხს აგებებს.
"...ცხოვრების თავიდან დაწყება, რომ შეიძლებოდეს..." ფიქრობს ვოლტერი, მაგრამ უკვე გვიანია. ძალიან გვიანი.
წიგნის შეძენა სანტა ესპერანსას მაღაზიებში შეგიძლიათ:
- ქ. თბილისი, სანქტ პეტერბურგის 12
- ქ. თბილისი, ბულაჩაურის 4
-
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
-
ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა
გადახედვა
-
საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
კომენტარები