როგორ ებრძვის მთავრობა ზიკა ვირუსის გადამტან კოღოს კუს ტბაზე
ზიკა ვირუსის გადამტანი კოღოს მოსპობის მიზნით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ თბილისში, კუს ტბაში აბაშიდან ჩამოყვანილი გამბუზიას ჯიშის თევზი გაუშვა. კუს ტბის გარდა, აღნიშნულ თევზს გაუშვებენ თბილისსა და მის მიმდებარე ტბორებში.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამბუზიამ უკვე გაანადგურა კოლხეთის დაბლობში მალარიის კოღო, ახლა კი მთელს ევროპაში მას მასიურად ამრავლებენ და უშვებენ ყველა შესაძლო ტბორში. სამინისტროსა და საქართველოს მეთევზეთა კლუბს შორის გაფომრებული მემორანდუმის ფარგლებში კლუბის წევრებმა გამბუზია დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ კი აბაშიდან გადმოასახლეს და კუს ტბაში ჩაუშვეს.
BBC-ის ინფორმაციით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 2016 წლის ზაფხულში ზიკა ვირუსის გავრცელების საფრთხეზე მთავრობებს აფრთხილებს. ვირუსის გავრცელება რისკი განსაკუთრებით არის შავი ზღვის სანაპიროზე, კონკრეტულად კი რუსეთსა და საქართველოში, ასევე, კუნძულ მადეირაზე. სწორედ აქ ბინადრობენ ზიკა ვირუსის გადამტანი Aedes ჯგუფის კოღოები.
ქვეყნებს შორის, სადაც ვირუსის გავრცელების საშუალო რისკია, შედის საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია და ესპანეთი.
სპეციალისტთა დიდი ნაწილი ზიკა ვირუსს ახალშობილებში მიკროცეფალიის განვითარებას უკავშირებს
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (HWO) რეკომენდაციას აძლევს მთავრობებს, გააუვნებელყონ ის ადგილები, სადაც ვირუსის გადამტანი კოღო ცხოვრობს და გააფრთხილონ ორსული ქალები მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.
ჯერჯერობით, პირდაპირი კავშირი არ არის დადგენილი, თუმცა, სპეციალისტთა დიდი ნაწილი ზიკა ვირუსს უკავშირებს ახალშობილებში მიკროცეფალიის განვითარებას. ეს არის სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ორსულობისას. ემბრიონის ტვინი ზრდას წყვეტს და მშობიარობის დროს, ის ნორმალურზე ბევრად პატარაა. ხანდახან, მიკროცეფალია ახალშობილის სიკვდილსაც იწვევს, ძირითადი ნიშნები კი გონებრივი და ფიზიკური განუვითარებლობაა. მიკროცეფალიის გამოწვევა ზიკა ვირუსს დაუკავშირეს იმიტომ, რომ როცა ის ორსული ქალის ორგანიზმში ხვდება, შემდეგ ემბრიონის ტვინშიც აღწევს. გასულ წელს ზიკა ვირუსის ეპიდემია იყო ლათინური ამერიკის ქვეყნების დიდ ნაწილსა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე.
ზიკა ვირუსი თავად ზრდასრული ადამიანისთვის საშიში არაა და შესაძლოა, უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს რამდენიმე დღის განმავლობაში, რის შემდეგაც ორგანიზმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს. ხანდახან, ვირუსის დროს გამოხატულია სიცხე, დაღლილობა, თვალების ჩაწითლება და სახსრების ტკივილი.
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
კომენტარები