ცენტრალურ და სამხრეთ ჩინეთის შვიდი პროვინციის ტერიტორიაზე ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე იანძიმ 180 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაკარგულია 45 ადამიანი, დაზარალდა 33 მილიონი.

წვიმამ გაანადგურა სარკინიგზო და საგზაო ქსელები.

როგორც სახელმწიფო მედია აცხადებს, გარდაცვლილთა შორის 23 ღვარცოფმა, 8 კი ჩამონგრეულმა კედელმა შეიწირა.

პროგნოზის მიხედვით, ძლიერი წვიმა ოთხშაბათამდე ამჯერად სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში გაგრძელდება.