სამშობლო, კეთილდღეობა, მშვიდობა და გავლენა - ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგია
ფოტო: AP
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა. ადმინისტრაციების მაღალჩინოსნების შეფასებით, ეს დოკუმენტი არსებული გამოწვევების და საფრთხეების წინააღმდეგ მიმართული "მკაფიო დოკუმენტია".
თეთრ სახლში შესვლიდან 11 თვის შემდეგ გამოქვეყნებული დოკუმენტი ეროვნული უსაფრთხოების ოთხ სფეროს გამოყოფს, ესენია: სამშობლოს დაცვა, ამერიკის კეთილდღეობის წინ წაწევა, მშვიდობის შენარჩუნება სიძლიერის საშუალებით და ამერიკის გავლენის ზრდა.
63-გვერდიანი დოკუმენტი იმეორებს პრეზიდნეტ ტრამპის საარჩევნო სლოგანს "ამერიკა პირველ რიგში" და ამბობს, რომ ძლიერი ამერიკა არა მხოლოდ ამერიკელი ხალხის ინტერესებშია, არამედ ყველას ინტერესებში, ვისაც საერთო ინტერესებისთვის, ღირებულებებისთვის და მისწრაფებებისთვის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა სურს.
იგივე დოკუმენტი სამ დაჯგუფებად ყოფს ქვეყნებს, რომლებიც შეერთებული შტატებისთვის გამოწვევას წარმოადგენენ. პირველ ჯგუფში რუსეთი და ჩინეთი შედის - ქვეყნები, რომლებიც ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნისკენ მიისწრაფვიან. მეორე ჯგუფში არიან ე.წ. წითელი რეჟიმები, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა და ირანი, ქვეყნები, რომლებიც მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე მუშაობენ. მესამე ჯგუფში კი ტრანსნაციონალური ტერორისტული ჯგუფები და კრიმინალური სინდიკატები შედიან.
"ჩინეთი და რუსეთი მონდომებულნი არიან ეკონომიკა ნაკლებად თავისუფალი და ნაკლებად სამართლიანი გახადონ, ასევე სურთ თავიანთი სამხედრო სფეროს გაძლიერება, ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს საკუთარი ხალხის რეპრესიებისთვის იყენებენ და ამგვარად ზრდიან გავლენას", - ნათქვამია დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტის თანახმად, ეს შეჯიბრები შეერთებულ შტატებისგან მოითხოვს გადახედოს ბოლო ოცწლეულის პოლიტიკას, რომელიც ეფუძნებოდა წარმოდგენას, თითქოს მეტოქეების ჩართულობა საერთაშორისო ორგანიზაციებში და გლობალურ ვაჭრობაში მათ სანდო პარტნიორებად აქცევდა. ეს მოლოდინი უმეტეს შემთხვევაში არ გამართლდა.
ბაიდენის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და თავდაცვის მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე მაიკ კარპენტერი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია "თავისი მოქმედებებით ძირს უთხრის შეერთებული შტატების ლიდერობას საერთაშორისო ლიბერალურ წყობაში", რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა.
"რუსეთთან მიმართებით მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს იმის ჩვენება რომ რუსეთის რევანშისტულ ქმედებებისთვის საფასურის გადახდა მოუწევს. რუსეთმა სამხედრო ძალა გამოიყენა 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში. ამის გრძელვადიანი შედეგი ის უნდა იყოს, რომ კრემლს ეს ძვირი დაუჯდეს. ასე რუსეთი ნახავს, რომ მის სამხედრო თავგადასავლები მომავალში არ გაუვა", - ამბობს კარპენტერი.
თუმცა შეერთებული შტატები წამყვან მეტოქეებთან ჩინეთთან და რუსეთთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. ჩინეთთან ასეთი საკითხი ჩრდილოეთ კორეის აგრესიული ამბიციების შეჩერებაა. ახალი სტრატეგიის წარდგენისას პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთთან თანამშრობლობის მაგალითად მოიყვანა პრეზდენტ პუტინთან კვირას შემდგარი სატელეფონო ზარი. "მან მადლობა გადამიხადა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მიერ რუს კოლეგებთან ინფორმაციის გაზიარებისთვის, რომლითაც სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილი ტერორისტული აქტის თავიდან აცილება მოხერდხა", - განაცხადა ტრამპმა.
პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გენერალი ჰერბერტ რეიმონდ მაკმასტერი ამბობს, რომ რუსეთის შემთხვევაში კონფლიქტის საგანია "დეზინფორმაციის კამპანიები".
"შეკავება დღეს ბევრად კომპლექსური საკითხია, ვიდრე ეს ცივი ომის დროს იყო. კიბერ მექანიზმების გამოყენებამ სახელმწიფოებსა და არასახელმწიფო აქტორებს საშუალებას აძლებს შეერთებულ შტატებს ზიანი ბევრი ფორმით მიაყენოს", - ნათქვამია დოკუმენტში. თუმცა დოკუმენტი არ აკონკრეტებს, თუ როგორ გამოიყენა რუსეთმა კიბერ მეთოდები 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩასარევად. დოკუმენტი არც იმაზე საუბრობს, თუ როგორ აიცილებს შეერთებული შტატები მსგავს ჩარევას მომავალში.
ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია მნიშვნელოვნად ემიჯნება ობამას სტრატეგიის დოკუმენტს. ობამას ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მთავარი ღერძი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვა იყო. წინამორბედისგან განსხვავებით, ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევად არ აღიარებს კლიმატის ცვლილებას.
ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია წარსულში მოქმედი პრეზიდენტების ერთგვარი სამოქმედო რუკა იყო, როგორც ეს 2002 წელს პრეზიდენტ ბუშის სტრატეგიამ თავის დროზე საფუძველი ჩაუყარა დისკუსიას სამხედრო ოპერაციების შესახებ. დოკუმენტის გამოქვეყნებიდან ექვს თვეში ბუშის ადმინისტრაციამ ერაყში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები