საქართველომ აშშ-სგან 37 მილიონი დოლარის ანტისატანკო მოწყობილობების ყიდვა გადაწყვიტა
ფოტო: Sgt. David Edge / U.S. Army
საქართველოს მთავრობა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან 37 583 714 აშშ დოლარის ანტისატანკო სისტემების შეძენას გეგმავს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მომსახურების შესაძენად მოთხოვნა შესყიდვების სააგენტოს უკვე გაუგზავნა. სააგენტო მოთხოვნის დაზუსტებას ელოდება.
შესყიდვის ობიექტებია:
- ჯაველინის რაკეტა კონტეინერით FMG-148C - 120 EA;
- ჯაველინი ბლოკი 1 (M98A2) მართვადი გამშვები მოწყობილობა - 70 EA;
- ასევე თანამდევი აღჭურვილობა და მომსახურება;
როგორც თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, შეთავაზებას ვადა 2018 წლის 3 იანვარს გასდის და ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში, ალტერნატიული მიმწოდებლის არ არსებობის შემთხვევაში შესყიდვა შეუძლებელი იქნება.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ FGM 148 Javelin აშშ-ს წარმოების ბოლო თაობის, მაღალტექნოლოგიური, ტანკსაწინააღმდეგო სისტემაა, რომლის მსგავსს მხოლოდ რამოდენიმე ქვეყანა აწარმოებს.
"შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განახორციელა სხვადასხვა ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების ტექნიკური შედარება და დაადგინა რომ აღნიშნული ტანკსაწინააღმდეგო საშუალების არსებობა შეიარაღებულ ძალებში, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად გაზრდის მის საბრძოლო შესაძლებლობებს და მეორე მხრივ, მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებას, რადგან სხვა მრავალი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებისგან განსხვავებით FGM 148 Javelin გამოყენებით შესაძლებელია მიზნის ეფექტური აღოჩენა/გასროლის განხორციელება და მომსახურე პერსონალის მიერ პოზიციის მყისიერად დატოვება", - ასე განმარტავენ თავდაცვის სამინისტროში ჯაველინის ანტისატანკო მოწყობილობის შეძენას.
საქართველოს მთავრობის მიერ ანტისატანკო სისტემების შეძენის შესახებ ინფორმაცია ნოემბერში გახდა ცნობილი. მაშინ საუბარი იყო 75 მილიონი აშშ დოლარის ტექნიკაზე.
განახლება: 20 დეკემბერს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ საქართველო ჯაველინის ანტისატანკო სისტემებს ორ ეტაპად შეიძენს და ჯამში 160 მილიონ ლარს დახარჯავს.
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
კომენტარები