6 თვე აფგან მუხტარლის გაუჩინარებიდან - სახალხო დამცველის შეფასება
ფოტო: RFE/RL
ზუსტად 6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი 2017 წლის 29 მაისის საღამოს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა. საქართველოს სახალხო დამცველი აფგან მუხტარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმიანება.
აფგან მუხტარლის თქმით, იგი კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას ხელბორკილები დაადეს და სასტიკად სცემეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ომბუდსმენის თქმით, 2017 წლის 20 ივლისიდან, სახალხო დამცველის წინადადების ნაწილობრივი გათვალისწინების შედეგად, აფგან მუხტარლის საქმე გამოსაძიებლად საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა.
"პროკურატურას დღემდე არ გაუზიარებია დასახელებული წინადადების ის ნაწილი, რომლითაც სახალხო დამცველი, პროცესუალური უფლებებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად, აფგან მუხტარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვდა", - ნათქვამია შეფასებაში.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მუხტარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების აუცილებლობა არის, რადგან მას მიადგა ზიანი, ხოლო სტატუსის მინიჭება აუცილებელია, რათა მუხტარლისა და მის ადვოკატს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, დააკვირდნენ მიმდინარე გამოძიებას.
შეფასებაში ნათქვამია, რომ პროკურატურას დღემდე არ გამოუკვეთავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებები, როგორიცაა თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით ან/და დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ.
სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ აზერბაიჯანული მხარისთვის ჟურნალისტის გადაცემა ჯგუფურად მოხდა, შესაბამისად, დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით დანაშაული უნდა გადაკვალიფიცირდეს.
ომდუსმენის თქმით, აღსანიშნავია კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელთა თანახმად, დროის იმ მონაკვეთში, როდესაც სავარაუდოდ კადრში აფგან მუხტარლი უნდა გამოჩენილიყო, კადრი ჩერდება და განსხვავებული ჩანაწერით იცვლება.
"მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში იცვლება დრო, ამინდი და მანქანების შემადგენლობა სადგომზე... საქართველოს პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე, სხვადასხვა ობიექტიდან გამოთხოვილ იქნა ათეულობით ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი, რომელთა ავთენტურობასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, ექსპერტიზა არ დანიშნულა".
სახალხო დამცველის შეფასებაში ნათქვამია, რომ 2017 წლის 8 ივნისს აზერბაიჯანში გაიგზავნა შუამდგომლობა აფგან მუხტარლის გამოკითხვის თაობაზე.
"ვინაიდან აღნიშნულ შუამდგომლობაზე პასუხი იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პროკურატურას არ მიუღიათ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს ქართულმა მხარემ დამატებით 2017 წლის 31 ივლისს და 2017 წლის 12 სექტემბერს მიმართა შეხსენებით შუამდგომლობის განხილვის დაჩქარებასთან დაკავშირებით".
აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველს კომუნიკაცია ჰქონდა აზერბაიჯანის ომბუდსმენთანაც.
"სამწუხაროა, რომ გამოძიების დაწყებიდან 6 თვის გასვლის შემდეგაც, ასეთი მაღალი საჯარო ინტერესის საქმეზე, პროკურატურის მიერ არ ხდება საზოგადოების ინფორმირება, რაც გააჩენდა ნდობას გამოძიების დროულად და ეფექტურად მიმდინარეობასთან დაკავშირებით".
სახალხო დამცველი გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა დაუყოვნებლივ მიიღებს ყველა ზომას გამოძიების დროულად და ეფექტურად წარსამართად, ჩაატარებს ყველა საგამოძიებო მოქმედებას, მათ შორის, შესაბამის ექსპერტიზას ვიდეოჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებით და ამ საქმის გარშემო გაჩენილ კითხვებს ობიექტური მტკიცებულებებით უპასუხებს, რათა ყველა დამნაშავე პირმა პასუხი აგოს მართლმსაჯულების წინაშე. სახალხო დამცველი გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობას აგრძელებს.
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცველბა მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცველბა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
კომენტარები