შვიდი დეპორტირებული ერთ თვეში: პოროშენკო სააკაშვილს ქართული გარემოცვის გარეშე ტოვებს
ფოტო: AP
უკრაინის ხელისუფლება საქართველოს იმ მოქალაქეების დეპორტაციას განაგრძობს, რომლებიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, ამჟამად უკრაინის ოპოზიციური პარტია ახალი ძალების მოძრაობა ლიდერის მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები არიან.
სააკაშვილის პირადი ოპერატორი, პარალელურად ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კიევის ბიუროს თანამშრომელი თამაზ შავშიშვილი, სააკაშვილის პირადი დაცვის წევრი ზურაბ ცინცაძე, შსს-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრის ყოფილი უფროსი, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა აბაშიძე და ქართული ლეგიონის ყოფილი წევრი, უშიშროების თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი ივანე ნადირაძე, 17 ნოემბერს, უკრაინაში, ძალის აშკარა გადამეტებით დააკავეს.
უკრაინის ჰელნისკის ჯგუფი მიიჩნევს, რომ ამ ადამიანების დეპორტირება "უკრაინის კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის უხეში დარღვევით მოხდა, მათ შორის, გატაცებით და თავისუფლების უკანონო აღკვეთით".
ორი დღის მანძილზე, დაკავებული ქართველების ადგილსამყოფელის შესახებ, ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდებოდა. გუშინ კი გაირკვა, რომ ოთხივე მათგანი, ბორან "ვილნიუს სივეისზე" იმყოფებოდა, რომელიც უკრაინის ნავსადგურ ჩერნომორსკიდან 18 ნოემბერს გამოვიდა და ფოთის პორტში, 19 ნოემბერს, 22:30 საათზე შემოვიდა.
უკრაინულ ბორანზე საქართველოს კიდევ ოთხი დეპორტირებული მოქალაქეც აღმოჩნდა: ხომერიკი (მეტსახელად ნუკრი), მიქელაძე, შელია (მეტსახელად ტურა) და გოლანძია (მეტსახელად ტოლსტი), უკრაინის შსს-ს განცხადებით, ქურდული სამყაროს და კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან.
ოპერატორმა თამაზ შავშიშვილმა ფოთის ნავსადგურში გაიხსენა, უკრაინის უსაფრთოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა როგორ მოიტაცეს კიევიდან, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან და როგორ აღმოჩნდა ბორანზე:
ჩემს სახლში შემოვარდნენ, სახეში ჩამარტყეს რევოლვერი, ძირს დამაწვინეს და ზემოდან ფეხებით მირტყამდნენ, "სკოჩით" ამიკრეს თვალები. მერე ჩამაგდეს „მარშუტკის“ საბარგულში, გაურკვეველი მიმართულებით წამიყვანეს. ამის მერე გამოცვალეს მანქანა, მერე ვერტმფრენში ამიყვანეს, სადღაც 2 საათის განმავლობაში ვიფრინეთ და ბოლოს გემზე აღმოვჩნდი
"ჩემს სახლში შემოვარდნენ, სახეში ჩამარტყეს რევოლვერი, ძირს დამაწვინეს და ზემოდან ფეხებით მირტყამდნენ, "სკოჩით" ამიკრეს თვალები. მერე ჩამაგდეს "მარშუტკის" საბარგულში, გაურკვეველი მიმართულებით წამიყვანეს. ამის მერე გამოცვალეს მანქანა, სულ ორჯერ გამოცვალეს, მერე ვერტმფრენში ამიყვანეს, ძირს დამაწვინეს და გავფრინდით.
სადღაც 2 საათის განმავლობაში ვიფრინეთ, ისევ მანქანაში გადამიყვანეს და ბოლოს გემზე აღმოვჩნდი. მითხრეს რომ სამი წლის ვადით აკრძალული მაქვს უკრაინაში შესვლა, იურისტები უკვე მუშაობენ და ვაპირებ გავასაჩივრო ჩემი უკანონო გატაცების ფაქტი."
ყველაზე დიდი ხმაური უკრაინაში ივანე ნადირაძის (მეტსახელად მოხუცი) დაკავებამ და დეპორტაციამ გამოიწვია, რომელსაც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა "უკრაინის სახალხო გმირი" უწოდა.
47 წლის ნადირაძემ სამხედრო სასწავლებელი რუსეთში, ბალაშიხაში, დაამთავრა. მისივე განცხადებით, საქართველოს უშიშროების სტუქტურებში თითქმის 10 წლის მანძილზე მუშაობდა და ვიცე-პოლკოვნიკის ჩინი აქვს. 2014 წელს, როცა უკრაინაში ომი დაიწყო ნადირაძეს თბილისში, ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესი ჰქონდა, საქმე მიატოვა და მოხალისედ წავიდა.
თავიდან ნადირაძე მაშინ ლუგანსკის ოლქში დისლოცირებულ ქართულ ლეგიონს შეუერთდა, თუმცა, ახლა ირკვევა, რომ ორი კვირის თავზე, იგი ლეგიონიდან "რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის" ბრალდებით გააძევეს. მოგვიანებით, იგი უკრაინის რადას დეპუტატ სემიონ სემენჩენკოს გარემოცვაში მოხვდა. 2017 წლის ზაფხულში, "მოხუცი" დააკავეს, თუმცა დეპუტატ სემენჩენკოს წინააღმდეგობის გამო, მისი დეპორტირება ვერ შეძლეს, საქმე სასამართლომდე მივიდა.
2017 წლის სექტემბერში, დეპუტატ სემენჩესკოს პირად დაცვასთან და ბატალიონ "დონბასის" ყოფილ მებრძოლებთან ერთად, ნადირაძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა, პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე მომხდარ მოვლენებში, რა დროს მოქალაქეობა ჩამორთმეული მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდა.
17 ოქტომბრიდან, ნადირაძე სააკაშვილის მიერ კიევში, რადას წინ ორგანიზებული "ვეჩეს" და კარვების ქალაქის დაცვის უფროსი იყო. ამ საპროტესტო აქციაზე, რომელიც უკრაინაში "მიხომაიდანად" მონათლეს, პრეზიდენტ პოროშენკოსა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.
აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი „ქართულ ლეგიონის“ მეთაურის მოადგილე შოთა კედელაშვილი ამბობს, რომ ნადირაძემ საქართველოში სასჯელი ორჯერ მოიხადა. მათ შორის, გამოძალვის გამო.
"ქართულ ლეგიონის" მეთაურის მამუკა მამულაშვილის აზრით კი უკეთესი იქნებოდა თუ ნადირაძეს "ჯაშუშობისა და სხვა დანაშაულებისთვის" უკრაინაშივე გაასამართლებდნენ, მისი ინფორმაციით, ნადირაძეზე უკრაინაში 10-მდე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული:
ანო ნადირაძე სულ 10 დღე იყო ჩვენთან, ეს ჩემი შეცდომა იყო, მისი შემდგომი ბედი ჩემთვის უცნობია, რადგან იგი სირცხვილით გავაგდეთ ლეგიონიდან. სწორედ ასეთი ადამიანები ახდენენ იმ მებრძოლების დისკრედიტაციას, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან
"ვანო ნადირაძე საქართველოში გასამართლებული იყო ექსპრეზიდენტ შევარდნაძეზე მოწყობილი ტერორისტული აქტის გამო. ქართულ ლეგიონში მისი გამოჩენიდან სამ დღეში, ჩვენი მებრძოლების შესახებ ინფორმაცია, სახელებით, გვარებითა და დაბადების თარიღებით რუსულ პრესაში მოხვდა.
სულ 10 დღე იყო ჩვენთან, ეს ჩემი შეცდომა იყო. მისი შემდგომი ბედი ჩემთვის უცნობია, რადგან იგი სირცხვილით გავაგდეთ ლეგიონიდან. სწორედ ასეთი ადამიანები ახდენენ იმ მებრძოლების დისკრედიტაციას, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან."
ქართული ლეგიონის უმძიმეს ბრალდებას ჯერჯერობით, არ გამოხმაურებია, არც თავად დეპორტირებული ნადირაძე და არც ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის გარემოცვაშიც შედიოდა უშიშროების ვიცე-პოლკოვნიკი ბოლო თვეების მანძილზე.
ნადირაძესთან დაკავშირებით ქართული ლეგიონის პოზიციაზე, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების სხვადასხვა ჯგუფებს არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდათ. ამიტომ, ექსპერტები არ გამორიცხავენ, მათ შორის, დაპირისპირების გაღრმავებას, რაც, ბუნებრივია, ხელს აძლევს უკრაინის ხელისუფლებას და კიდევ უფრო ასუსტებს, სააკაშვილის შერყეულ პოზიციებს.
უკრაინის ხელისუფლებამ ანალოგიურად, უხეში ძალის გამოყენებით, 22 ოქტომბერს, ქვეყნის ტერიტორია ოდესის ყოფილი გუბერნატორის გარემოცვის სამ წევრს: სააკაშვილის პირადი დაცვის უფროსს გიორგი რუბაშვილს, პირად მძღოლს მიხეილ აბზიანიძეს და საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადებისა და შეფასების დეპარტამენტის ყოფილი უფროსს, თადარიგის პოლკოვნიკ დავით მაყიშვილის დაატოვებინა, რომელმაც უკრაინელი მებრძოლების გაწვრთნაში დიდი წვლილი შეიტანა.
2014 წლიდან, ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული აგრესიის შემდეგ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის 11 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, რამდენიმე ათეული კი მძიმედ დაიჭრა. ქართველმა მოხალისეებმა ბოლო დანაკარგი ოქტომბრის ბოლოს განიცადეს, როცა დონეცკის აეროპორტთან გიორგი სარალიძე (გიურზა-2) მოკლეს.
უკრაინელთა მხარეს დაღუპული ქართველი მეომრები (2014-17)
- ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 18.12.2014, სჩასტიე, ლუგანსკი;
- თამაზ სუხიაშვილი, 17.01.2015, დონეცკის აეროპორტი;
- ალბერტ ატოიანი, 22.01.2015, კონსტანტინოვკა, დონეცკი;
- გიორგი ჯანელიძე, 18.04.2015, შიროკინო, მარიუპოლი;
- კოსტანტინე ლაშხია, 01.07.2015, მარიუპოლი;
- გიორგი ბარათელი, 08.08.2015, ბუტოვკის მაღარო, დონეცკი;
- ირაკლი ქუთელია, 09.12.2015, ოპიტნოე, დონეცკი;
- რეზო წიკლაური, 29.04.2016, ავდეევკა, დონეცკი;
- დავით გამსახურდია, 08.10.2016, ბუტოვკის მაღარო, დონეცკი;
- დავით სიხარულიძე, 11.05.2017, ნოვოლუგანსკოე, დონეცკი;
- გიორგი სარალიძე, 31.10.2017, დონეცკის აეროპორტი.
-
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ტანზანიაში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ტანზანიაში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
მექსიკის ეროვნულ გვარდიას პაწაწინა ჩიხუახუა შეუერთდა მექსიკის ეროვნულ გვარდიას პაწაწინა ჩიხუახუა შეუერთდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა
გადახედვა
-
კობახიძის განკარგულებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერა 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა კობახიძის განკარგულებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერა 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა
გადახედვა
-
შესაძლოა, მთვარის შორეულ მხარეს აღმოჩენილმა სტრუქტურამ მისი მაგნეტიზმის ისტორია შეცვალოს შესაძლოა, მთვარის შორეულ მხარეს აღმოჩენილმა სტრუქტურამ მისი მაგნეტიზმის ისტორია შეცვალოს
გადახედვა
-
სახალხო დამცველის რწმუნებულები აცხადებენ, რომ დავითაძის კლინიკაში არ გადასვლა პროტესტის ფორმაა — რას ითხოვს? სახალხო დამცველის რწმუნებულები აცხადებენ, რომ დავითაძის კლინიკაში არ გადასვლა პროტესტის ფორმაა — რას ითხოვს?
გადახედვა
-
"დაცულია ყველა პატიმრის უსაფრთხოება" — პაატა სალია გიორგი დავითაძეზე "დაცულია ყველა პატიმრის უსაფრთხოება" — პაატა სალია გიორგი დავითაძეზე
გადახედვა
-
საზღვაო ტრანსპოტის სააგენტო: ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი საზღვაო ტრანსპოტის სააგენტო: ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი
გადახედვა
-
Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა
გადახედვა
-
მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე? მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე?
გადახედვა
-
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
-
გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ
გადახედვა
-
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
გადახედვა
-
ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
გადახედვა
-
თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა
გადახედვა






კომენტარები