"ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე
"გამოძიება არის საგამოძიებო უწყებების საქმე. ჩვენი საქმე არის ის, რომ რადიკალურად გავზარდეთ საქართველოს ფოსტის მოგება", — ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ფოსტაში საგამოძიებო სამსახურის შესვლის საკითხზე დასმულ კითხვას.
"გამოძიება არის საგამოძიებო უწყებების საქმე. ჩვენი საქმე არის ის, რომ რადიკალურად გავზარდეთ "საქართველოს ფოსტის" მოგება. "საქართველოს ფოსტა" წლების განმავლობაში იყო წამგებიანი ორგანიზაცია და მას შემდეგ, რაც შეიცვალა მენეჯმენტი, ბატონი ერაძე დაინიშნა ხელმძღვანელად, რადიკალურად შეიცვალა პროცესები "საქართველოს ფოსტაში". ამან ფოსტას მოუტანა დამატებით მრავალმილიონიანი როგორც დანაზოგი, ისე ახალი შემოსავლები. შესაბამისად, წელს პირველად გადის "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე. გასული წელი დაიხურა, წარმოიდგინეთ, 7 მლნ-იანი წაგებით. წელს "საქართველოს ფოსტა" კეთილსინდისიერი და სწორი მენეჯმენტის პირობებში პირველად გავა მოგებაზე, ეს ტენდენცია შენარჩუნდება და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მომდევნო წლების განმავლობაში", — აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, "მუდმივი პროცესია მენეჯმენტის ეფექტიანობის გაუმჯობესება". მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ წელიწადნახევარი დასჭირდა მას პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნიდან იმისათვის, რომ ბევრი რამ გამოევლინა.
"დაახლოებით წელიწადში და ხუთ თვეში, გასული წლის ივნისისთვის დასრულდა პროცესების გადალაგება, როცა ჩვენ მოვახერხეთ ყველაფერში ჩახედვა, როცა ჩვენ მოვახერხეთ საკადრო ცვლილებების განხორციელება. ამას დასჭირდა თავისი დრო, იყო პრობლემები, პრობლემები იქნა დაძლევადი, ჩვენთვის მთავარი ეს არის. რაც შეეხება წარსულს, თუ რაიმე არის გამოსაძიებელი, ამას გააკეთებენ შესაბამისი უწყებები. ჩვენი საქმე არის ის, რომ მთლიანად ვასუფთავებთ პროცესებს", - დასძინა მან.
ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, მისი წინამორბედის [ირაკლი ღარიბაშვილის] დროს იყო თუ არა კორუფციასთან ბრძოლა, კობახიძემ აღნიშნა, რომ იყო.
"რა თქმა უნდა, იყო. მე ვიტყოდი ასე, რომ იყო რამდენიმეწლიანი მონაკვეთი, როდესაც ასეთი ტიპის პრობლემამ იჩინა თავი. მანამდეც არ იყო ასეთი ტიპის პრობლემები ძალიან ბევრი წლის განმავლობაში და გარკვეული წლები იყო, დაახლოებით 2-წლიანი პერიოდი იყო, როდესაც გარკვეულმა პრობლემებმა სისტემურად იჩინა თავი. როგორც კი გამოვლინდა ასეთი პრობლემები, სისტემური სახით, მაშინვე ჩავერიეთ, გაკეთდა განაცხადი ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, მკაფიო მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ის ხედავდა გარკვეულ პრობლემებს, რასაც სჭირდებოდა დაძლევა, მოგვარება და ჩვენ მყისიერად დავიწყეთ ამაზე მუშაობა.
როდესაც ქვეყნის გარედან მძიმე ზეწოლაა, რთულია, რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად კონცენტრირება. ჩვენ იმდენად ვიყავით დაკავებულები არა ბრძოლით, არამედ თავდაცვით, იმ თავდასხმების მიმართ, რაც ხორციელდებოდა გარედან, რომ ყველაფერზე კონცენტრირება იყო რთული. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი, როგორც არასდროს, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ თანაბრად ვიყოთ კონცენტრირებულები როგორც გარე თავდასხმების მოგერიებაზე, ისე ქვეყნის შიგნით კორუფციასთან ბრძოლაზე. კორუფცია არის პრინციპულად აღმოფხვრილი არა მხოლოდ ზედა ეშელონებში, არამედ, წამყვან სახელმწიფო უწყებებში, სახელმწიფო საწარმოებში, რაც შეეხება ქვედა დონის კორუფციას, ნებისმიერ ქვეყანაში აქ მუდმივი ბრძოლაა საჭირო“, - განაცხადა პრემიერმა.
-
რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს
გადახედვა
-
გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს? გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს?
გადახედვა
-
სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება
-
დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე
გადახედვა
-
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
-
სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება
გადახედვა
-
ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება
გადახედვა
-
რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს
გადახედვა
-
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
-
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
-
"ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე "ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
"რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს? "რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ
გადახედვა
-
გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა? გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის
გადახედვა
-
უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება
გადახედვა
-
აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება
გადახედვა
კომენტარები