გიორგი გაბუნია

5 Nov. 2017, 21:56

სამწუხაროდ, გურამ კაშია ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც მუქარა და შეურაცხყოფა მიიღო მისივე თანამემამულეებისგან. სინამდვილეში ადრესატები ზუსტად მიხვდნენ ვის წინააღმდეგაც არის მიმართული ეს სამკლაური. დიახ, ასეთი სამკლაურები სწორედ თქვენნაირების წინააღმდეგ არის, ქართული მარშის მონაწილეებო და მომხრეებო. თქვენი აგრესიის წინააღმდეგ. გურამ კაშია მარტო არ არის - ყველა კაპიტანი, რომელიც მის მსგავსად ასეთი სამკლაურით თამაშობდა, მათი ყველა თანაგუნდელი, ყველა ვინც ამ მატჩებს ესწრებოდა სრულიად არ შეწუხებულა ამ ექვსი ფერით და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი მსოფლიოში თქვენი აგრესიის წინააღმდეგია. 

ძალადობის დასაგმობად მეც სიამაყით მიკეთია ზუსტად ისეთივე სამკლაური, როგორიც ყველა კაპიტანს ეკეთა. მე ვამაყობ გურამ კაშიათი და იმ დიდი წარმატებით, რომელსაც მან საკუთარი ნიჭით და შრომით მიაღწია და წარმატებით, რომელიც მან, როგორც ლიდერმა თავის გუნდს მოუტანა. ის ძალიან დაფასებული ადამიანია და მისი ერთი ჩუმი სამკლაურიც კი ბევრად უფრო მეტს ამბობს, ვიდრე თქვენი დაუსრულებელი ღრიალი, ქართულ მარშელებო. ასი ათასობით ადამიანისთვის გურამ კაშია გმირია, თქვენ რას წარმოადგენთ?!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ

რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნების სამდღიანი კენჭისყრა დასრულდა. რუსეთის ფედერაციის მე-9 მოწვევის სახელმწიფო…