ირაკლი კუპრაძე: ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ლელოს კრძალავს იმის გამო, რომ ჩვენ არ შევედით არალეგიტიმურ პარლამენტში
პარტია ლელო — ძლიერი საქართველოს გენერალურ მდივანი ირაკლი კუპრაძე ქართული ოცნების პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის კომენტარს გამოეხმაურა, სადაც კობახიძემ აღნიშნა, რომ თუკი ლელო მანდატებს არ გააუქმებდა და პარლამენტში არ შევიდოდა, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელიდან მისი ამოღებაც მოუწევდათ.
კუპრაძის თქმით, კობახიძე ადასტურებს, რომ ლელოს აკრძალვის მიზეზი მათი არალეგიტიმურ პარლამენტში არ შესვლაა.
"ივანიშვილის გაცხადებული მიზანი ამ ქვეყანაში დემოკრატიის მკვლელობაა და ეს თავის დროზე არჩევნებამდე დააანონსა, როდესაც განაცხადა, რომ მის "ანტიქართულ ოცნებას", მის რუსულ მიზნებს საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებოდა, რომელსაც შემდგომ ოპოზიციის ასაკრძალად გამოიყენებდა.
ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ლელოს კრძალავს იმის გამო, რომ ჩვენ არ შევედით არალეგიტიმურ პარლამენტში, რაც თითიდან გამოწოვილი, სასაცილო არგუმენტია მათი მხრიდან. ივანიშვილს თავიდანვე ჰქონდა ღიად გაცხადებული მიზანი, რომ მას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებოდა, ოპოზიციური პროდასავლური პარტიების და ლელოს ასაკრძალად რასაც დღეს ის ცდილობს, თუმცა ეს ვერ იქნება დღის წესრიგი. ჩვენი დღის წესრიგი იქნება, საქართველოს მოქალაქეების ინტერებისთვის ბრძოლა და ხელისუფლების ცვლილება, რაც აუცილებლად და გარდაუვალად მოხდება", — განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
მანამდე ოცნების პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ "ლელოს რომ არ გაეუქმებინა მანდატები და პარლამენტში რომ შემოსულიყო, სარჩელიდან მისი ამოღებაც მოგვიწევდა, თუმცა საბოტაჟის რეჟიმში დარჩა, აქედან გამომდინარე დარჩა სარჩელშიც."
"სამართლებრივად გიორგი გახარიამ და მისმა პარტიამ თავი გადაირჩინა. სარჩელში მთავარი საყრდენი გახარიასა და მისი გუნდის მიმართ საბოტაჟი იყო, გამომდინარე აქედან, რადგან გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან, ამით გადაარჩინა პარტია აკრძალვის შესახებ სარჩელში მოხვედრისგან.
თუმცა, ის ბრალდებები რაც ისმოდა მისი მისამართით, ძალაში რჩება, იგივე ჩორჩანა, იგივე საბოტაჟში მონაწილეობა.
არის კონკრეტული ქმედებები, რომლებიც შესაძლოა, პარტიის აკრძალვის საფუძველი გახდეს და არის კონკრეტული ქმედებები, რომელიც შეიძლება არ გახდეს პარტიის აკრძალვის საფუძველი, თუნდაც ეს ქმედებები დანაშაულებრივი იყოს.
რაც შეეხება ლელოს, ის დარჩა საბოტაჟის რეჟიმში. ლელოს რომ არ გაეუქმებინა მანდატები და პარლამენტში რომ შემოსულიყო, სარჩელიდან მისი ამოღებაც მოგვიწევდა, თუმცა საბოტაჟის რეჟიმში დარჩა, აქედან გამომდინარე დარჩა სარჩელშიც", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 28 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იწყებენ დაპირების სამართლებრივი ნაწილის შესრულებას პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით და საკონსტიტუციო სარჩელით 3 პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას ითხოვენ, ესენია: ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის — გვარამია, მელია, გირჩი, დროა და ძლიერი საქართველო — ლელო.
მეტი ამ თემაზე:
- რა წერია "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელში?
- ევროსაბჭოს კონგრესის მომხსენებლები "ოცნების" მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივას ეხმაურებიან
- "ძლიერი საქართველო — ლელო" პარტიების აკრძალვის კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
- არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი "ქართული ოცნების" მიერ პარტიების აკრძალვის სარჩელს ეხმაურება
- "ოცნების" პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი კონკრეტული პირებისთვის პარტიული და პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ
- ლევან ალაფიშვილი: პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის მიღებით "ოცნებამ" შეიძლება "კონსტიტუციური გადატრიალება" მოახდინოს
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები