შალვა ნათელაშვილი: მოსკოვი იერთებს ცხინვალის რეგიონს, რაც უდრის ამ მიწის საბოლოო დაკარგვას.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეხმაურება, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის განცხადებას იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ ოსეთთან ერთად რუსეთთან გაერთიანება სურთ. მისი თქმით, "მოსკოვი იერთებს ცხინვალის რეგიონს, რაც უდრის ამ მიწის საბოლოო დაკარგვას", ამ დანაშაულის შემსრულებელი კი პუტინთან ერთად ბიძინა ივანიშვილია, რადგან მან "ხელისუფლებაში მოსვლისთანავე კრემლის მითითებით გამოიყვანა ცხინვალის ზონიდან შეიარაღებული ძალები, სპეცრაზმი, პოლიცია და გაუხსნა ბილიკები, რათა ოკუპანტს შემოევლო ეს მიწა ონისიდან რაჭის მთებამდე".
"ლეიბორისტული პარტია აფრთხილებდა წლების განმავლობაში ქართველ ხალხს და მსოფლიო თანამეგობრობას, მოსკოვი იერთებს შიდა ქართლს, ჩვენი არსებობისას — ცხინვალის რეგიონს თავისი სახელმწიფო იურისდიქციის შემადგენლობაში, რაც უდრის ამ მიწის საბოლოო დაკარგვას ჩვენი ქვეყნისათვის.
უკრაინაში სამხედრო წარუმატებლობები პრეზიდენტ პუტინს სურს გადაფაროს ისევ და ისევ ქართული მიწის მითვისებით. აღნიშნული აგრესიული, დანაშაულებრივი, საერთაშორისო სამართლებრივი დელიქტისათვის კრემლს გამზადებული აქვს ყველა ნორმატიული ბაზა, რეფერენდუმი, რატიფიცირებული ეგრეთ წოდებული კონვენციები და საბოლოო ჯამში, ამ დღეებში უკვე პირდაპირ ცხადდება განზრახვა, გააერთიანონ ეგრეთ წოდებული ჩრდილო და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.
რა თქმა უნდა, ამ ისტორიული დანაშაულის შემსრულებელი ადგილზე და თანამონაწილე პუტინთან ერთად ბრძანდება საქართველოს მოღალატე, ოლიგარქ-დიქტატორი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მოსვლისთანავე ხელისუფლებაში კრემლის მითითებით გამოიყვანა ცხინვალის ზონიდან შეიარაღებული ძალები, სპეცრაზმი, პოლიცია და გაუხსნა ბილიკები, რათა ოკუპანტს შემოევლო ეს მიწა ონისიდან რაჭის მთებამდე.
შემდგომ არც ერთი ანექსიური ნაბიჯი ივანიშვილის რეჟიმმა არ გააპროტესტა არც ერთ საერთაშორისო სამართლებრივ ინსტიტუტში და ყოველმხრივ თავისი დუმილით ხელს უწყობდა იმას, რომ აი აქამდე მოსულიყო საქმე, რისი დაგვირგვინებაც გახლდათ ოლიგარქის სიტყვა წარმოთქმული გორში, სადაც მან ბოდიში მოუხადა ქართველი ხალხის სახელით სეპარატისტებს, ოკუპანტებს, ანწუხელიძის მკვლელებს. ამით შემზადდა ის ფონი, რაც დღეს დადგა ჩვენს წინაშე ტრაგიკულ რეალობად, რისთვისაც მივმართავ ჩვენს მოკავშირეებს: ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, მათ მთავრობებს, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, სასწრაფოდ იქნას მოწვეული გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა საგანგებო რეჟიმში, დაიგმოს რუსეთის აგრესიული ანექსიური მოქმედებები საქართველოს მიმართ, დაწესდეს სანქციები რუსეთის ფედერაციაზე იმის გამო, რაც ჩაიდინა და რასაც ჩადის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ”, — განაცხადა ნათელაშვილმა ბრიფინგზე.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მრჩევლის პოზიცია შესთავაზა, რაზეც სიამოვნებით დათანხმდა, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი კი დატოვებს. მის მოვალეობას სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობის თავმჯდომარე მარატ კამბოლოვი შეასრულებს.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები