დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებაზე, უსამართლოა — საგარეო უწყება 11 ივნისის შეხვედრაზე
11 ივნისს, ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "არასაკმარისი დასაბუთების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების შესახებ უსამართლოა". ამას გარდა საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე "ხაზი გაესვა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას".
"ბრიუსელში საქართველოს დელეგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის გაიმართა შეხვედრა სავიზო დიალოგის ფარგლებში, კერძოდ, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო გამონაკლისის დროებით შეჩერების თაობაზე ევროკომისიის 2026 წლის 6 მარტის აღმასრულებელ რეგულაციასთან დაკავშირებით.
ევროკომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ანგარიშს, რომელიც ტენდენციურად აფასებს საქართველოში არსებულ ვითარებას, რაც თავისთავად არ იძლევა სათანადო და ობიექტური დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. შესაბამისად, არასაკმარისი დასაბუთების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების შესახებ უსამართლოა
მიუხედავად ამისა, სავიზო დიალოგის ფარგლებში განხილულ იქნა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისთვის ევროკავშირის მხარის მიერ დასახელებული მიზეზები, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და საქართველოს მიერ მათი შესრულების მიმართულებით განხორციელებული თუ მიმდინარე ღონისძიებები.
ხაზი გაესვა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის, გაერთიანების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და თანასწორობის დაცვას.
აღინიშნა, რომ ქვეყანაში მოქმედებს ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიანი ეროვნული მექანიზმები და გრძელდება შესაბამისი ინსტიტუციების გაძლიერება. ასევე, ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უზრუნველყოფის დასტურია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების მიერ რეგულარულად ორგანიზებული საპროტესტო აქციები.
აღინიშნა, რომ, მიუხედავად 2024 წლის აქციების ძალადობრივი ხასიათისა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თუ სამართალდამცავი ორგანოების მიმართ განხორციელებული თავდასხმებისა, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები სახელმწიფო მოხელეების, სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლების უფლებამოსილების გადამეტების, ბოროტად გამოყენების და სხვა დარღვევების გამოსავლენად. ხაზი გაესვა, რომ 2024 წლის ძალადობრივი პროტესტის დაშლის ოპერაციისას სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების და ერთ ეპიზოდში ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლის ბრალდებით ამჟამად დაკავებულია 5 პირი და მათ მიმართ მიმდინარეობს სასამართლო საქმის წარმოება.
ხაზი გაესვა, რომ უსაფუძვლოა არჩეული საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონების გაუქმების მოთხოვნა, მაშინ, როდესაც ისინი მიღებულია საქართველოს ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და არ ეწინააღმდეგება არც ერთ საერთაშორისო კონვენციას თუ შეთანხმებას, რომლის წევრიც არის საქართველო. ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით შექმნილია დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმები.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მიგრაციის მართვის, არალეგალური მიგრაციის პრევენციისა და რეადმისიის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და შესაბამის სააგენტოებთან.
აღინიშნა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ქონების მოძიების სამმართველოს შექმნა, ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავება და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.
სამუშაო ჯგუფმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს პრაქტიკულ საკითხებზე მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ მიუღებელია აღნიშნული საკითხით პოლიტიკური მანიპულირება.
საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას", — აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
11 ივნისს ევროკომისიისა და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა, რომელიც ევროკომისიის პრესსპიკერ მარკუს ლამერტის თქმით, ტექნიკური და პროცედურული ხასიათის იყო. მისივე თქმით, აღნიშნული მოლაპარაკებები სავიზო რეგულაციით გაწერილ სტანდარტულ წესს წარმოადგენს, რომელიც ავტომატურად მაშინ იწყება, როდესაც სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი უკვე ამოქმედებულია.
ცნობისთვის, ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი საბოლოოდ მიმდინარე წლის 6 მარტს შეაჩერა.
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
კომენტარები