ლევან ხაბეიშვილი

3 Jun. 2026, 10:52

მდინარაძის განცხადება — სვანეთში მაინინგებთან დაკავშირებით, მიმართული იყო ვიქტორ ჯაფარიძის წინააღმდეგ, თუ ეს ასე არ არის კითხეთ ჯაფარიძეს, ეთანხმება თუ არა მამუკა მდინარაძეს რამდენიმე ყაჩაღის გამო მთელი სვანეთი რომ უნდა დაისაჯოს; ჰკითხეთ ვიქტორს, გამოიმუშავებს თუ არა კრიპტოს მისი კლანი სვანეთში, უფასო დენით.

130 მლნ კვტ/სთ რომ ებევრა მდინარაძეს, ჰკითხეთ ივანიშვილი გლდანში 430 მლნ-მდე კვტ/სთ-ს რომ მოიხმარს (თბილისის მოსახლეობის 50%), ამაზე რას ფიქრობს და არის თუ არა ეს აღიარება, რომ ხალხს დენი ბიძინამ ვიქტორ ჯაფარიძის და "ასეთების" გამო გაუძვირა.

კობახიძე vs ჯაფარიძე, ეს არის პასუხი ხუნდაძის საბოტაჟზე კობახიძის მიმართ.

სიგნალია, თუ ასე გააგრძელებს "მეამბოხე ხალხის ძალა", მაშინ მათ ფულის ტომარას დასჯიან და დატოვებენ შავი ფულის გარეშე.

შიდა კლანური დაპირისპირების ახალი ტალღა ივანიშვილის კარზე. ამასობაში კობახიძე გამზადებულია "დასაკლავად", და მის შემცვლელად წულუკიანი და ქვრივიშვილი განიხილება.

უბრალოდ უნდა გავიხსენოთ რომ ასე მდორე, "დაველოდოთ", "თავისით მოხდება", პროცესით ვერ მოვერევით ბიძინას, მოქმედება და ბრძოლაა საჭირო. კლავიატურაზე კაკუნის იქით გვაქვს საბრძოლო, თავგანწირვა და რისკი საჭირო აქტიურობაა.

პ.ს მომეცა უფლება ფოსტით მივიღო წერილები, გთხოვთ არ დაიზაროთ და მომწეროთ თქვენი ანალიზი და პოზიციები, ასევე წერილთნ ერთად გამომიგავნეთ რაიმე ბეჭდური მასალა (გაზეთები).


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
  3. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  4. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  5. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ისტორიულ მამულში ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც…