ხილი, ყვავილები, მინერალური წყალი: რუსეთი სომხეთიდან საქონლის შეტანას კრძალავს
"როსსელხოზნადზორმა" (რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა) სომხური ხილისა და ბოსტნეულის შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ აღნიშნული სააგენტოს ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერტმა პარასკევს, 22 მაისს, გადაცემა "ვესტისთან" ინტერვიუში განაცხადა . სომხური ყვავილების იმპორტის აკრძალვა იმავე დღეს "რუსეთის ფიტოსანიტარიული კეთილდღეობისა და ექსპორტის პოტენციალის დასაცავად" ამოქმედდა. გარდა ამისა, "პრობლემები" წარმოიშვა სომხურ ხილსა და ბოსტნეულთან დაკავშირებით.
"საკითხი ის არის, რომ პრობლემა მხოლოდ ყვავილებს არ ეხება. ჩვენ ასევე გვაქვს პრობლემები ბოსტნეულსა და ხილთან დაკავშირებით", — ციტირებს დანკვერტს The Insider.
მათი მონაცემებით, 2025 წლის მაისიდან ნოემბრამდე, სომხეთმა რუსეთში 40 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ხილი და 50 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ბოსტნეული გაიტანა.
ყვავილების შემდეგ, რუსეთში სომხეთიდან მინერალური წყალიც აიკრძალა. "როსპოტრებნადზორმა"(მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა) რუსეთში სომხური ჯერმუკის მინერალური წყლის იმპორტი და გაყიდვა აკრძალა.
"წყალში აღმოჩნდა ბიკარბონატის (იონის), ქლორიდების და სულფატების ჭარბი რაოდენობა. პროდუქტის სამკურნალო თვისებების შესახებ შეცდომაში შემყვანმა ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს არაეფექტური მკურნალობა და ჯანმრთელობის გაუარესება", — განაცხადა რუსეთის საზედამხედველო სააგენტომ 22 მაისის საღამოს.
გამოცემა "მედუზას" ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "როსპოტრებნადზორმა" ამ მინერალურ წყალზე შეზღუდვები დააწესა. აპრილის ბოლოს, სააგენტომ აკრძალა 2025 წლის 23 ოქტომბრიდან 2026 წლის 17 თებერვლამდე პერიოდში წარმოებული წყლის იმპორტი და გაყიდვა იმავე "ბიკარბონატის" მიზეზით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მოსკოვი წლების განმავლობაში რეგულარულად აწესებდა აკრძალვებს გარკვეული ქვეყნების პროდუქტებზე, რომლებთანაც მისი ურთიერთობები უარესდებოდა. ამჟამად, რუსეთს უთანხმოება აქვს სომხეთთან იმის გამო, რასაც რუსეთის ხელისუფლება პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას პროდასავლურად მიიჩნევს. გარდა ამისა, კრემლმა არაერთხელ განაცხადა, რომ ერევანი ერთდროულად არ შეიძლება იყოს ევროკავშირისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრი.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები