დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი
8 მაისს ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სექტემბრიდან უწყებრივ დაქვემდებარებაში მყოფი კიდევ ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება — საქართველოს დიპლომატიის აკადემია დაარსდება.
"დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ დიპლომატიის აკადემია პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და
პოლიტიკის მეცნიერებებისა და დიპლომატია-საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო
პროგრამების სტუდენტებს მიიღებს — ეს იქნება "კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსი".
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ დიპლომატიის აკადემიაში სტუდენტთა
მიღება 2027 სასწავლო წლიდან იგეგმება. აკადემიაში მიღებული იქნება 70 სტუდენტი
საბაკალავრო, ხოლო 50 სტუდენტი სამაგისტრო პროგრამებზე.
"საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დიპლომატიის აკადემია (შემდგომში — აკადემია) — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და პოლიტიკის მეცნიერებებისა და დიპლომატია-საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამებს;
კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსი — საგანმანათლებლო კურსი, რომლის მიზანია დიპლომატიური სამსახურის სპეციფიკის, პროფესიული ცოდნისა და უნარჩვევების შეძენა გამომუშავება, ასევე მომზადება და გადამზადება იმ საკითხებში, რომელსაც
ახორციელებს სამინისტრო," — ვკითხულობთ კანონპროექტში.
კანონის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ დიპლომატიის აკადემიაში 46 პირი დასაქმდება და შესაბამისი სახელფასო ფონდი ყოველწლიურად 1 093 350 ლარს შეადგენს.
"წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებების ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიულ პირში — დიპლომატიის აკადემიაში დასაქმდება — 46 პირი
(მათ შორის, 30 — საშტატო, 16 — შტატგარეშე. როგორც აკადემიური ისე ადმინისტრაციული პერსონალი). წინასწარი გათვლებით, შესაბამისი სახელფასო ფონდი ყოველწლიურად შეადგენს დარიცხული 1 093 350 ლარს," — ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
აღნიშნული აკადემია სახელმწიფო ბიუჯეტს 2026 წლის სავარაუდო დათვლებით 3 მილიონ ლარამდე დაუჯდება.
"კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ ეტაპზე შესაქმნელია სასწავლო პროცესისთვის საჭირო თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მათ შორის სემინარებისა და ლექციებისთვის საჭირო აუდიტორიები, სიმულაციური ლაბები, ბიბლიოთეკა, IT ინფრასტრუქტურა, შესაბამისი ავეჯი და ტექნიკა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის —
დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი წინასწარი გათვლებით შეადგენს
— 2 993 675 ლარს (მათ შორის, ავტორიზაციისთვის 48 000 ლარი და აკრედიტაციისთვის 40 000 ლარი), ხოლო — 2027, 2028 და 2029 წლებში განისაზღვრება ყოველწლიურად - 2 851 350 ლარით," — ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
"დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილების თანახმად, უმაღლესი დიპლომატიური რანგი საგარეო საქმეთა მინისტრს მიენიჭება, რაც ყოველთვიურ 1 360 ლარის ოდენობით დანამატს გულისხმობს.
"დიპლომატიური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ცვლილება ითვალისწინებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭებას, რის საფუძველზეც მოხდება რანგის შესაბამისი დანამატის — ყოველთვიურად 1 360 ლარის გაცემა. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში მოხდება საშემოსავლო გადასახადის — რანგის დანამატის 20%-ის ოდენობით (266 ლარი) გადახდა," — ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის თანახმად, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი შეიძლება მიენიჭოთ:
- მინისტრს;
- მინისტრის პირველ მოადგილეს;
- მინისტრის მოადგილეს;
- იმ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს, რომლებსაც უკავიათ ან ეკავათ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები