სუს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე დააკავეს.
გამოძიების თანახმად, თანამდებობის დაკავების პერიოდში მისთვის ცნობილი გახდა, რომ კერძო მეწარმეს, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, "ლარსის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ჩამოერთვა არადეკლარირებული ფულადი თანხა, 40 მილიონი რუსული რუბლის, ეროვნული ბანკის კურსით 1 მილიონ 164 ათასი ლარის ოდენობით. სუს-ის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, მოთხოვნილი თანხა განახევრდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, აღნიშნულმა პირმა, ლევან ახობაძისთვის გადასაცემად, შუამავალს გადასცა 250 000 ლარი.
"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილში, იკავებდა რა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილის თანამდებობას, მისთვის ცნობილი გახდა, რომ კერძო მეწარმეს, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, "ლარსის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ჩამოერთვა არადეკლარირებული ფულადი თანხა, 40 მილიონი რუსული რუბლის, ეროვნული ბანკის კურსით 1 მილიონ 164 ათასი ლარის ოდენობით.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად ან არასწორი დეკლარირებით, იწვევს დაჯარიმებას ნაღდი ფულის ღირებულების 10%-ის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
ხსენებულმა მეწარმემ, კანონით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდისა და კუთვნილი თანხის დაბრუნების მიზნით, სამართლებრივი პროცედურების დაცვით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამის ორგანოებს, თუმცა თანხის დაბრუნებაზე მიიღო უარი.
ამის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე, შუამავალი პირების მეშვეობით დაუკავშირდა მას და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა.
მოლაპარაკებების შედეგად, კანონით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმის გადახდის გზით, მეწარმემ 2024 წლის 30 აპრილს "ლარსის" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დაიბრუნა ჩამორთმეული ფულადი თანხა, რის შემდეგაც ლევან ახობაძემ, შუამავლების მეშვეობით, კვლავ დაუკავშირდა მას და დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 500 000 ლარის გადახდა მოითხოვა. თუმცა, როგორც ერთ-ერთი ჩვენებიდან ირკვევა, სუს-ის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, მოთხოვნილი თანხა განახევრდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, აღნიშნულმა პირმა, ლევან ახობაძისთვის გადასაცემად, შუამავალს გადასცა 250 000 ლარი.
ასევე დადგენილია, რომ ქრთამის სახით გადახდილი თანხა, იმავე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის იმჟამინდელ მოადგილეს მისსავე სამუშაო ოთახში გადაეცა," — განაცხადა უწყებამ.
აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, გრიგოლ ლილუაშილი 23 დეკემბერს სუს-ში დაკითხვაზე დაბარების შემდეგ დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები